ხელოვნება

ოპერის თეატრი “ალ ბუსტანის” ფესტივალში მონაწილეობს

25 თებერვალი, 2014 •
ოპერის თეატრი “ალ ბუსტანის” ფესტივალში მონაწილეობს

ალ ბუსტანის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი თბილისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანოა.

 

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ფესტივაზლე შეასრულა ანტონინ დვორჟაკის უვერტიურა „ბუნების წიაღში“ და მე-9 სიმფონია „ახალი სამყაროდან“, ნინო როტას სიუიტა, რობერტო მოლინელის „გაზაფხულის გული“ და  „ქარბუქიანი ზამთარი“, ფელიქს მენდელსონის უვერტიურა „ჰიბრიდები“, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტი და პეტრე ჩაიკოვსკის პირველი სიმფონია.

 

თეატრის განცხადებით, კონცერტებმა დიდი წარმატებით ჩაიარა. ქართულ ორკესტრი ფესტივალის აუდიტორიის წინაშე ბოლოს 28 თებერვალს წარსდგება – მევიოლინე სერგეი კრილოვთან ერთად დაუკრავს პეტრე ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტს, პროგრამაშია ასევე უვერტიურები ჯოაკინო როსინის ოპერებიდან- „ვილჰელმ ტელი“, „სევილიელი დალაქი“, „კონკია“ და ჩაიკოვსკის უვერტიურა „ჭექა-ქუხილი“.

ყველა კონცერტს ჯანლუკა მარჩიანო უდირიჟორებს.

 

ევროპის საფესტივალო ასოციაციის წევრის, ალ ბუსტანის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი მეოთხედ მონაწილეობს.

 

წელს ფესტივალში პირველად მიიღებს მონაწილეობას თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი. 15 და 16 მარტს მაყურებელი იხილავს სპექტაკლებს, „შოპენიანა“ და „მარგარიტა და არმანი“,  სადაც მარგარიტას როლს პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი შეასრულებს, იგი ასევე იცეკვებს კამილ სენ-სანსის მომაკვდავ გედს.

 

გასტროლის პარალელურად თეატრი თბილისელი მსმენელებისა და მაყურებლებისთვის 27 თებერვალს და 6 მარტს, 19 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჯუზეპე ვერდის ოპერას „ბალ-მასკარადი“ კონცერტს გამართავს.

 

4 მარტს, 19 საათზე ისევ კონსერვატორიის დიდ დარბაზში  საკონცერტო ვერსიით აჟღერდება ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი