50-მდე ქართველი ხელოვანის ნამუშევრები (ფოტო, ფერწერა, გრაფიკა, აუდიო და ვიდეოარტი, პერფორმანსი, ინსტალაცია) პრეზიდენტის სასახლის ჰოლში განთავსდება.
შალვა რამიშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გამოფენის მოწყობის იდეა გიორგი მარგველაშვილს ეკუთვნის, ხოლო გამოფენის ორგანიზატორი “არტარეაა”.
“არტარეას” აქვს მდიდარი გამოცდილება ამ სფეროში. ჩვენ მას ვენდეთ და არც წავაგებთ, მე მგონი. ის, რომ ეს ყოველივე ხდება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სიმბოლიზებს კონცეპტუალური არტის მნიშვნელობას, ხელს უწყობს მის პოპულარიზაციას და იმას, რომ 21-ე საუკუნეში თანამედროვე კონცეპტუალური არტი არის ის, რაც მართავს სამყაროს. ქართველებს შეგვიძლია ეს ვაჩვენოთ მსოფლიოს, ამით მივმართოთ ნიჭი, უკონტროლო შემოქმედება, ნონკონფორმიზმი დაისადგურებს ამ სასახლეში”,- განაცხადა შალვა რამიშვილმა.
“არტარეას” დირექტორი სოფო ხუნწარია ამბობს, რომ გამოფენაში მონაწილეობის სურილი ბევრმა ქართველმა ხელოვანმა გამოთქვა.
“ჩენ გვქონდა მცდელობები, რომ შევსულიყავით დახურულ სივრცეებში და არავინ არ წამოგვყვა ამაზე. თავად “არტარეა” ამ სლოგანის ქვეშ ერთიანდება, რომ “ხელოვნება მართავს”. ხელოვნება ნეგატივისგან თავისუფალია. ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი არტისტები ერთიანდებოდნენ ისედაც და დღეს განსაკუთრებით ბევრი არტისტი შემოგვიერთდა’,- თქვა სოფო ხუნწარიამ პრეზიდნეტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გამოფენა 20 თებერვალს, 19 საათზე დაიწყება, რომელზეც მხოლოდ მოწვეული სტუმრები, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საგანმანათლებლო სექტორის წევრები დაიშვებიან. ხოლო 21-23 თებერვლს გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.




