აქცია 7 საათზე გაიმართება, მაშინ, როცა კონცერტი უნდა დაიწყოს. აქციის გამართვის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე დაანონსდა, სადაც განმარტებულია, რომ იმ პირობებში, როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია, მიზანშეუწონელია ამვარი კონცრტის მხარდაჭერა კულტურის სამინისტროს მხრიდან.
“დღეს, როცა საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია, როცა უკრაინაში რუსეთის გამოისობით ადამიანები იღუპებიან, ვფიქრობთ, რომ რუსული რომანსების კონკურსის გამოცხადება სამინისტროს პოზიციის და პოლიტიკის ნათელი გამოხატულებაა. თავად რომანსების და მათი ავტორების მიმართ საქართველოში არასდროს ყოფილა ნეგატიური დამოკიდებულება. ქართველი ხალხი აფასებს ნამდვილ კულტურას. მხოლოდ ამ მოცემულ პოლიტიკურ სიტუაციაში ამ კონკურსის დანიშვნა სწორედ რომ სამინისტროს პოლიტიკური გემოვნების გამოხატულებაა, რომელიც უნდა გავაპროტესტოთ”.




