ხელოვნება

ივანიშვილის ფონდი მსახიობებისა და სხვა ბენეფიციარების დაფინანსების ფორმას ცვლის

19 თებერვალი, 2014 •
ივანიშვილის ფონდი მსახიობებისა და სხვა ბენეფიციარების დაფინანსების ფორმას ცვლის

კიკნაძის განმარტებით, თუ აქამდე “ქართუ ფონდისგან” მსახიობებისთვის გამოყოფილ თანხას თეატრები გასცემდნენ, ახლა მას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გასცემს, სპორტსმენებისთვის- სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, განათლების სფეროს მუშაკებისთვის- განათლების სამინისტრო.

“ფონდი სამინისტროებთან თანამშრომლობს ძალიან აქტიურად- კულტურის, განათლების, სპორტის სამინისტროებთან. ამ თანხის მიმართვა იქნება უშუალოდ სამინისტროებზე და ისინი გაუფორმებენ ხელშეკრულებებს. მხარე შეიცვლება მათთვის სახელშეკრულებო დოკუმენტში. სხვა მხრივ რაიმე ცვლილება არ იქნება არც თანხაში და არც სიაში. იქნება ისე, როგორც იყო გასულ წელს”,- აცხადებს ნინო კიკნაძე.

 

იურისტის განმარტებით, თანხის გაცემა დროში გაიწელა, რადგან იურიდიული და პროცედურული საკითხებია მოსაგვარებელი და ამ საკითხების მოგვარების შემდეგ თანხის გაცემა თებერვლის ბოლოდან აღდგება.

კიკნაძის განმარტებით, ამგვარი ცვლილება იმისთვის განხორციელდა, რომ თანხის გაცემის უფრო მოწესრიგებული სისტემა შექმნილიყო, რომელიც ბანკისთვისაც და ბენეფიციარებითვისაც “უფრო კომფორტული იქნება”.

 

გუშინ მსახიობმა ეკა ანდრონიკაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ მსახიობების ნაწილს დაფინანსება შეუწყდა.

 

ამას გარდა, “ქართუ ფონდმა” საჩხერეში შეწყვიტა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა, რადგან ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი