ხელოვნება

შეხვედრა მწერალ გივი მარგველაშვილთან [ვიდეო]

14 თებერვალი, 2014 •
შეხვედრა მწერალ გივი მარგველაშვილთან [ვიდეო]

მთარგმნელმა ალექსანდრე კარტოზიამ, რომელიც უძღვებოდა შეხვედრას, ვრცლად ისაუბრა გივი მარგველაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.

 

“გივი მარგველაშვილი არის დიდი მწერალი, არა მხოლოდ იმ თემატიკის გამო, რომელზეც ის წერს, არამედ იმ ენის გამო, რომლითაც ის წერს. რაღაც არაჩვეულებრივი, ჯადოსნური ენა… ის გერმანული ენის საფუძველზე ქმნის საკუთარ ენას, უამრავ ახალ სიტყვას. მისი წიგნები 50–იანი წლების ბოლოს  ან 60–იან წლებში რომ გამოქვეყნებულიყო, მაშინ გივი მარგველაშვილი იქნებოდა არა მხოლოდ შედარებით გვიან აღიარებული  დიდი მწერალი, არამედ იქნებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის’,- აღნიშნა ალექსანდრე კარტოზიამ.

 

მარგველაშვილის ნაწარმოებებს შორის ალექსანდრე კარტოზიამ ყურადღება რომანზე “კაპიტანი ვაკუში’’ გაამახვილა: “რომანი “კაპიტანი ვაკუში’,’ რომელიც ფაქტობრივად ბატონ გივის ავტობიოგრაფიაა და რომლის მხოლოდ სამი ტომია დაბეჭდილი და ხუთი კიდევ დასაბეჭდია, უზარმაზარი ნაწარმოებია და თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ეტოლება პრუსტის რომანს “დაკარგული დროის ძიებაში”.

 

2013 წელს, გოეთეს ინსტიტუტისა და DVV International-ის საქართველოს ოფისის ინიციატივით, დაწესდა გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია, რომელიც ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის ყოველწლიურად გადაეცემა ქართული კულტურის მოღვაწეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი