ხელოვნება

2014 წელს ირაკლი ჩარკვიანის CD ალბომი გამოვა

14 თებერვალი, 2014 •
2014 წელს ირაკლი ჩარკვიანის CD ალბომი გამოვა

ალბომი 2014 წელს გამოვა. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა, რომელმაც აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.

 

კულტურის სამინისტროს განცხადებით, მუსიკოსის სიმღერების კრებულზე მუშაობა “ბრავო რექორდსმა” უკვე დაიწყო.

 

“პროექტის მიზანია მომღერლის ერთგულ მსმენელს მიეცეს საშუალება მოისმინოს ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერები უმაღლესი ხარისხით, გაეცნოს ექსკლუზიურ ფოტოებსა და ჩანაწერებს,”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი