კონკურსის მიზანია საქართველოში საკომპოზიტორო შემოქმედების სტიმულირება და ქართული კლასიკური მუსიკის ახალი კამერული ნაწარმოებებით გამდიდრება.
კულტურის სამინისტრო იმედოვნებს, რომ კონკურსის შედეგად მომღერლების რეპერტუარი შეივსება და გადახალისდება, ხოლო საზოგადოების ინტერესი თანამედროვე ქართული ვოკალური მუსიკის მიმართ გაიზრდება.
კონკურსის ამოცანა ახალგაზრდა თაობაში პროფესიული მუსიკისადმი ინტერესის გაღვივებაა
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა პროფესიონალ კომპოზიტორს. დახურულ კონკურსზე წარმოდგენილი უნდა იყოს ქართველი პოეტის ლექსზე შექმნილი რომანსი. ნაწარმოები არ უნდა იყოს შესრულებული და გამოცემული.
კონკურსი სამ ტურად ჩატარდება. ხოლო გამარჯვებულ კონკურსანტებს ცნობილი ქართველი კომპოზიტორების, შემსრულებლებისა და მუსიკისმცოდნეებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.
სულ სამი გამარჯვებული გამოვლინდება: I პრემია – 1 000; II პრემია – 750; III პრემია – 500
კონკურსანტებმა საკონკურსო ნაწარმოებები 2014 წლის 10 სექტემბრამდე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში უნდა გააგზავნონ.




