მწერალთა სახლში გივი მარგველაშვილთან შეხვედრას მთარგმნელი ალექსანდრე კარტოზია გაუძღვება.
გივი მარგველაშვილი ქართველი გერმანულენოვანი მწერალია. იგი 1927 წელს ბერლინში დაიბადა. 2011 წლიდან გერმანიიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.
1991—1992 წლებში გერმანიაში გამოქვეეყნდა გივი მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, „კაპიტანი ვაკუშის“, 2 ტომი (1-ლი ტომი თარგმნილია ქართულად კარლო ჯორჯანელის მიერ), აგრეთვე, რომანები „მუცალი“ (ქართულად თარგმნა მაია ბადრიძემ), „დიდი კორექტურა“, პროზაული კრებულები „გადაუგდებელი ხელთათმანი“, „სიცოცხლე ონტოტექსტში“.

მწერალი თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად აღიარეს. მარგველაშვილი მიიწვიეს გერსვაილერის „ქალაქის მწერლად“ გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით- ლექციების საკითხავად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში. გივი მარგველაშვილი ცნობილია აგრეთვე როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი.
1997 წელს გივი მარგველაშვილი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. 2006 წელს მას მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.“




