ხელოვნება

ლაშა ბაქრაძე გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატია

12 თებერვალი, 2014 •
ლაშა ბაქრაძე გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატია

ლაშა ბაქრაძი სსაზეიმო დაჯილდეობა საქართველოს მწერალთა სახლში 14 თებერვალს, 19 საათზე გაიმართება. 

 

გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია DVV International-ის საქრათველოს ოფისმა და გოეთეს ინსტიტუტმა დააწესეს. პრემია ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის ყოველწლიურად გადაეცემათ ქართველ კულტურის მოღვაწეებს. პრიზს ყოველწლიურად გასცემს ხუთწევრიანი ჟიური.

 

დაჯილდეობის საღამოს დიტო ცინცაძის ფილმის “უიღბლო მკვლელები” (გერმანია, 2000) ჩვენება გაიმართება, სადაც ლაშა ბაქრაძე ერთ-ერთ მთავარ როლშია. ასევე, აჩვენებენ ორ ნაწყვეტს დიტო ცინცაძის ახალი მხატვრული ფილმიდან ლაშა ბაქრაძის მონაწილეობით, რომელიც წელს გამოვა გერმანიის ეკრანებზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი