ხელოვნება

უკრაინისადმი სოლიდარული კინოჩვენება თეატრალურის კინოკლუბში

3 თებერვალი, 2014 •
უკრაინისადმი სოლიდარული კინოჩვენება თეატრალურის კინოკლუბში

‘’გადავწყვიტეთ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენებური ჟესტით სოლიდარობა გამოგვეხატა უკრაინელი ხალხისადმი”,- განაცხადა ‘’ნეტგაზეთთან’’ საუბარში ღონისძიების ორგანიზატორმა ხატია მაღლაკელიძემ.

 

თეატრალურის კინოკლუბი ეროვნულ ბიბლიოთეკაში
თეატრალურის კინოკლუბი ეროვნულ ბიბლიოთეკაში

კინოჩვენებაზე სერგო ფარაჯანოვის ფილმი  “მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები” აჩვენეს, რომელიც რეჟისირმა 1964 წელს კიევის კინოსტუდიაში გადაიღო და მას პირველი საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

 

თეატრალურის კინოკლუბი ეროვნულ ბიბლიოთეკაში
თეატრალურის კინოკლუბი ეროვნულ ბიბლიოთეკაში

“არჩევანი ფარაჯანოვზე და კონკრეტულად ამ ფილმზე, ‘’მივიწყებულ წინაპართა აჩრდილებზე’’ გავაკეთეთ, რადგან ფარაჯანოვის ცხოვრება და მისი შემოქმედების დიდი ნაწილი უკავშირდება სწორედ უკრაინას, ეს ფილმიც უკრაინაში აქვს გადაღებული და ეხმიანება ამ ყველაფერს”,- განაცხადა ხატია მაღლაკელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი