ხელოვნება

ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და მარია ალიოხინა “Pussy Riot”-იდან გაუშვეს

8 თებერვალი, 2014 •
ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და მარია ალიოხინა “Pussy Riot”-იდან გაუშვეს

მარია ალიოხინა და ნადეჟდა ტოლოკონიკოვა  ნიუ იორკში,  საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “Amnesty International”–ის ორგანიზებით ჩატარებულ კონცერტზე გამოვიდნენ. ჯგუფის ყოფილი წევრები 22 თვის განმავლობაში იხდიდნენ სასჯელს რუსეთის გამოსასწორებელ კოლონიაში.  სცენაზე მათ განაცხადეს,  რომ  ‘’არ აპატიებენ რუსეთის ხელისუფლებას იმას, რასაც ისინი უკეთებენ საკუთარ მოქალაქეებს’’, მაგრამ Pussy Riot–ის დანარჩენმა ექვსმა წევრმა მათი ჯგუფიდან გაშვება გადაწყვიტა, რის მიზეზსაც  თავიანთ ბლოგზე განმარტავენ:

 

‘’კონცერტი, რომელშიც მათ მონაწილეობა მიიღეს, ფასიანი იყო, ეს კი ეწინაარმდეგება Pussy Riot-ის პრინციპებს … ჩვენ სეპარატისტული ქალთა ჯგუფი ვართ, არასდროს არ ვიღებთ თანხას კონცერტებისათვის და მხოლოდ არალეგალურ პერფორმანსებს ვმართავთ  საჯარო ადგილებში.’’  

 

ჯგუფის წევრები მარია ალიოხინას და ნადეჟდა ტოლოკონიკოვას  ასევე  ბრალს დებენ Pussy Riot–ის იდალების ღალატშიც:

 

‘’პატიმრების უფლებების დასაცავად ბრძოლით მათ სრულიად დაივიწყეს ჩვენი ჯგუფის მისწრაფებები და იდეალები: ფემინიზმი, ბრძოლა ავტორიტარიზმისა და პერსონის გაკერპების წინააღმდეგ”.- აცხადებენ ჯგუფის წევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი