‘’ნეტგაზეთი’’ მხატვარს გამოფენის გახსნის დღეს გაესაუბრა. მან საკუთარ შემოქმედებაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მრავალპროფილიანი ხელოვანია და მხოლოდ გობელენის კეთებით არ შემოიფარგლება.
‘’გობელენის გარდა კიდევ უამრავ რამეს ვაკეთებ, თექას, ბატიკას. გობელენი ძალიან რთული შესასრულებელია, ძალიან შრომატევადია. მონოტონური საქმის კეთება ცოტა ძნელია. მის შესრულებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, ამიტომ არის რაღაც საჭირო კიდევ, რომ გადაერთო ამის პარალელურად და ასე მოვედი აქამდე. გრაფიკა შეიძლება ერთ დღეში გააკეთო, პორტრეტი თუნდაც. ეს ძალიან მეხმარება, სხვათა შორის, რომ არ მომბეზრდეს გობელენის კეთება.’’
‘’ნეტგაზეთის’’ შეკითხვას, როგორ ირჩევს თემატიკას ნამუშევრებისთვის, ხელოვანი პასუხობს:
‘’გობელენები ჩემი ცხოვრების პერიოდებია, აი, იმ პერიოდებში, რასაც განვიცდი, როგორც ვგრძნობ თავს, რაც ხდება ჩემ ირგვლივ, იმის მიხედვით კეთდება კომპოზოცია ამა თუ იმ გობელენის. ფერწერა და გრაფიკა სუფთა ემოციაა. პეიზაჟები, თბილისის ხედები,ზოგი ზეპირად კეთდება, ზოგიც მეხსიერებით, იმისდა მიხედვით, თუ რა განცდა დამიტოვა.’’
ხელოვანის განცხადებით, პერსონალური გამოფენების გარდა იგი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
გამოფენა გობელენის მუზეუმში რამდენი დღე გაგრძელდება.









