ხელოვნება

ელენა ბაშკიროვა თბილისში კონცერტს გამართავს

31 იანვარი, 2014 •
ელენა ბაშკიროვა თბილისში კონცერტს გამართავს

კონცერტზე შესრულდება ფ.ლისტი – “ობერმანის ველი” საფორტეპიანო ციკლი “მოგზაურობის წლები”; “ფრანცისკ ასიზელი” 2 ლეგენდა;  ი.ალბენისი – ესპანური სიმღერები; გ. იუსტვოლსკაია – სონატა ფორტეპიანოსთვის No. 5 და პ.ჩაიკოვსკი – წელიწადის დრონი.

 

ელენა ბაშკიროვა  იერუსალიმის მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია. წარმოადგენს უდიდესი ტრადიციების მქონე ბაშკიროვების ოჯახს, რომელსაც საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა. მისი მეუღლე მუსიკალური სამყაროს წარმომადგენელი, პიანისტი დანიელ ბარენბოიმია. მუსიკოსს თან ახლავს ცნობილი იმპრესარიო სონია სიმენაუერი (კლასიკური მუსიკალური სააგენტოს www.impresariatsimmenauer.de ხელმძღვანელი).

მასალების გადაბეჭდვის წესი