ყინულის ქანდაკებების საერთაშორისო ფესტივალი კავშირი “მონუმენტისა” და გუდაურის განვითარების სააგენტოს მიერაა ორგანიზებული. ღონისძიება საბაგირო “გონდოლასთან” გაიმართება. ქართველი და უცხოელი ხელოვანები ვირტუოზულად შესრულებულ მონუმენტების გამოფენას სთავაზობენ მნახველს.
დასკვნით საღამოს მუსიკალურად ჯგუფი “სვანსიხი” და მოწვეული დიჯეები, DJ Bacho და DJ Cobert გააფორმებენ. ყინულის ქანადკებების ოქროს სპონსორია კომპანია სილქნეტი.
ამავე დღეს საქართველოს სამთო სათხილამურო ფედერაცია გუდაურის განვითარების სააგენტოსთან ერთად გუდაურში თოვლის საერთაშორისო დღეს “World Snow Day 2014” აღნიშნავს.
“თოვლის მსოფლიო დღე“ მესამედ ტარდება 35 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება. საგანგებოდ ამ დღისთვის წამახალისებელი შეჯიბრებები გაიმართება.




