ხელოვნება

მიზანდარი: საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი შესაძლოა აღუდგეს

13 იანვარი, 2014 •
მიზანდარი: საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი შესაძლოა აღუდგეს

“მწვანე მუშტის” წევრმა არქეოლოგმა ნიკოლოზ წიქარიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ სურათები 11 იანვარს არის გადაღებული საყდრისში. 

 

“ძეგლი არის დანგრეული, გადავლილია ტრაქტორებით. ზედა ნაწილი განადგურებულია. ქვედა ნაწილი არ ვიცით, გვირაბში ჩვენ არ შევსულვართ. შორიდან გადავუღეთ სურათები. რაც შეეხება მეორე მხარეს, აბულმუქის ხეობაა, ისიც სავსე იყო ძეგლებით. კომპანია RMG Gold-მა გარემოს დაცვის ნებართვის გარეშე ააშენა გამოსატუტი მოედნები, სადაც ოქროს აცალკევებენ ფუჭი მასალისგან”,- ამბობს წიქარიძე. 

წიქარიძის თქმით, კომპანიამ აბლმუქის ხეობაში 7 გამოსატუტუი მოედანი ააშენა, რისთვისაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნებართვა არ აქვს.  

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ნარინე მიზანდარიც ადასტურებს, რომ საყდრისის არქეოლოგიური ძეგლი დაზიანებულია, ხოლო RMG Gold-მა კანონი დაარღვია. მიზანდარი განმარტავს, იმის მიუხედავად, რომ საყდრისს როგორც კულტურული, ისე არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოესხნა, იგი არქეოლოგური ობიექტია და მასზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარებას კულტურის სამინისტროს ნებართვა სჭირდება. 

“საყდრისს იცავს არქეოლოგიური ობიექტის სტატუსი. დღეს არავის არ აქვს უშუალოდ მიწის სამუშაობის დაწყების უფლება, სამინისტროსგან მიღებული დადებითი დასკვნის გარეშე”,- განაცხადა მიზანდარმა. 

მიმისტრის მოადგილე გამოეხმაურა RMG Gold-ის მრჩევლის, სოსო ცაბაძის დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომ საყდრისს არავითარი კულტურული ღირებულება არ გააჩნია, რაც კულტურის სამინისტროში შექნილმა საყდრისის საკითხის შემსწავლელმა კომისიამაც დაადასტურა.

მიზანდარის თქმით, კომისიამ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ საყრდისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი პროცედურების დარღვევით მიენიჭა, რაც მისი ავთენტურობის შესახებ ეჭვის გაჩენას არ გულისხმობს. 

“ეს იყო უსუსური და დემაგოგიური განცხადებების ნაზავი. არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ მოგვეპოვება 2005 წლიდან დაწყებული ყოველწლიური ანგარიშები ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციისა, რომელიც ნათლად ცხადჰყოფს ამ არქეოლოგური ობიექტის უდიდეს მნიშვნელობას”,- განაცხადა მიზანდარმა. 

“საკითხი ისმის, თუ როგორ გახდეს ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველი, რაც გულისხმობს აუცილებლად კულტურული მემკვიდროების შენარჩუნებას და განვითარებას. როგორ მოხდეს ისე, რომ იმუშაოს თანამედროვე საწარმომ ისე, რომ მაღაროს წესით დაამუშაოს და უფრო იაფი მეთოდებით იმუშაოს, რომ არ დაზიანდეს მაღარო.

მასალების გადაბეჭდვის წესი