წიგნი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” გამოსცა,მის შესახებ კი დღევანდელ პრეზენტაციაზე მწერალი დათო ტურაშვილი ისაუბრებს.
აკა მორჩილაძის ახალ რომანში თბილისს ფოთი ჰქვია, ფოთს კი – თბილისი. იმპერატორის საგანგებო ბრძანებით გადაურქმევიათ სახელები ქალაქებისთვის…
წიგნს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, მის პერსონაჟებს არ იცნობს საქართველოს ისტორია, თუმცა კითხვისას მყარია შთაბეჭდილება – “ისტორიულ რომანს ვკითხულობ”. ასევე მყარია შთაბეჭდილება – “ეს პასაჟი მეცნობა”. საიდან? – ამის გაგებაში მკითხველს ბოლო გვერდზე მოცემული “გამოყენებული ლიტერატურა” დაეხმარება.