ხელოვნება

“თბილისი გათენებიდან დაღამებამდე”

4 დეკემბერი, 2013 •
“თბილისი გათენებიდან დაღამებამდე”

პროექტის განხორციელებაში 30–მდე სტუდენტი იყო ჩართული. ისინი თბილისის შესახებ მცირე ისტორიებს იღებდნენ. საბოლოოდ კი, გადაღებული ფილმების ნაწილი ერთ სრულმეტრაჟიან ფილმად გაერთიანდა.

 

როგორც კინორეჟისორი ოთარ ლითანიშვილი აცხადებს, პროექტი მაყურებელს დოკუმენტური კინოს ახალ ხედვას სთავაზობს:

 

“ეს არის პოლონური პროექტი, რომელიც ლოძის კინოსკოლისა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია. პროექტს ჰქვია “მსოფლიო გათენებიდან დაღამებამდე – თბილისი”, ანუ არსებობს რამდენიმე ქალაქზე გადაღებული ფილმი, არის ტოკიო, პეკინი, მოსკოვი და სხვა. ჩვენმა სტუდენტებმა გადაიღეს ფილმი “თბილისი გათენებიდან დაღამებამდე.” პროექტის პრინციპი ასეთია, კეთდება ქალაქის პორტრეტი. ეს არ არის არც რეკლამა, არც რაიმე სხვა. ეს არის ფსიქოლოგიური, დოკუმენტალისტიკური პროექტი. ფილმი შეიძლება ვიღაცას მოეწონოს, ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ეს ადამიანები, ვისაც იხილავთ, თქვენთვის ახლობლები გახდებიან, ეს არის არაჩვეულებრივი დამოკიდებულება დოკუმენტური კინოსადმი,” – აცხადებს ლითანიშვილი.

პროექტის კოორდინატორისა და მთავარი რეჟისორის, პაველ ლოზინსკის თქმით, ქართველმა სტუდენტებმა ბევრი იმუშავეს და შედეგიც სახეზეა:

 

“ეს იდეა ეკუთვნის მიროსლავ დემბინსკის და მაცეი დრიგასს. მათ ეს პროექტი პირველად გააკეთეს ლოძის კინოსკოლაში და ძალიან წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. შემდგომში უკვე მთელმა ჩვენმა ჯგუფმა დაიწყო მსოფლიოს მასშტაბით ამ პროექტის განხორციელება. თბილისი არის ერთ–ერთი ასეთი ქალაქი, სადაც ეს დოკუმენტური პროექტი განხორციელდა სტუდენტებთან ერთად. სტუდენტები არიან, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ქართველი, ლაღები, მხიარულები, თუმცა, მათ შეუძლიათ ბევრი მუშაობა და შედეგიც სახეზეა”, – ამბობს პაველ ლოზინსკი.

 

გადაღებები თბილისში ორი თვე მიმდინარეობდა, მთლიანად ფილმზე მუშაობა კი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდა.

 

სტუდენტები რომლებიც მუშაობდნენ ფილმზე
სტუდენტები რომლებიც მუშაობდნენ ფილმზე ‘თბილისი გათენებიდან დაღამებამდე’

მასალების გადაბეჭდვის წესი