ხელოვნება

კინოთეატრ “აპოლოს” გადასარჩენად აქცია გაიმართა [VIDEO]

2 დეკემბერი, 2013 •
კინოთეატრ “აპოლოს” გადასარჩენად აქცია გაიმართა [VIDEO]

აქციის მონაწილეები შენობის გაყიდვას და მისი, როგორც კულტურული კერის გაუქმებას აპროტესტებენ. 

 

კინოთეატრი “აპოლო” 1909 წელს გახსნილი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრია, რომელიც გამორჩეული ძეგლია, როგორც არქიტექტურისთვის, ასევე, კინემატოგრაფიის ისტორიისთვის. 

 

კინოთეატრი კერძო პირზე 2002 წელს გაიყიდა და დღესაც იყიდება. დღევანდელი აქციის მონაწილეთა თქმით, მისი გაყიდვის შემთხვევაში კიდევ ერთი კულტურის კერა გაუქმდება და სავაჭრო ცენტრად ან სამორინედ გარდაიქმნება.

 

მოქალაქეთა თქმით, თუ ამ შენობას სახელმწიფო გამოისყიდის, შესაძლებელი იქნება, მან თავისი პირვანდელი ფუქნცია დაიბრუნოს და დედაქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად იქცეს. შესაბამისად, დღევანდელი აქციით მისმა მონაწილეებმა ხელისუფლებისგან, კერძოდ, კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროებისგან მოითხოვეს, ძეგლის გადასარჩენად ყველაფერი იღონონ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი