აფიშახელოვნება

თამაზ ჩხენკელის წიგნის პრეზენტაცია

26 ნოემბერი, 2013 • • 1525
თამაზ ჩხენკელის წიგნის პრეზენტაცია

წიგნში „თვალსაწიერი“ თავმოყრილია ევროპელი, რუსი და ამერიკელი მოაზროვნეების (ანთროპოლოგების, ფიზიკოსების, თეოლოგების, მწერლების) ის წერილები, რომლებსაც თამაზ ჩხენკელი 45 წლის მანძილზე თარგმნიდა და აქვეყნებდა ლიტერატურულ და მეცნიერულ პერიოდიკაში და რომლებშიც წამოჭრილი საკითხები დღესაც აქტუალურია.

 

კრებულში გაერთიანეულია უილიამ ჯეიმსის, ალბერტ აინშტაინის, ხორხე ლუის ბორხესის, ერვინ შროდინგერის, კარლ ჲასპერსის, მაქს ვებერის, ვერნერ ჰაიზენბერგის, ოსიპ მანდელშტამის, იუჯინ ნაიდას, ალექსეი ლოსევის, მორის ბოურას, მაქს იაკობსონის, პერ ლაგერკვისტისა და სხვათა სტატიები.

 

პრეზენტაციის გარდა, საღამოზე შეკრებილი მწერლები, ლიტერატორები  და თამაზ ჩხენკელის მეგობრები ისაუბრებენ მასზე, როგორც მთარგმნელსა და როგორც მეგობარზე.

 

საღამოს ზურაბ კიკნაძე გაუძღვება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი