ხელოვნება

სლოვაკური კინოს დღეები თბილისში

13 ნოემბერი, 2013 •
სლოვაკური კინოს დღეები თბილისში

კინოს დღეების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და სლოვაკეთის კინოინსტიტუტი.

 

როგორც ეროვნულ კინოცენტრში აცხადებენ, თბილისში გამართული კინოს დღეების მიზანია, სლოვაკური ფილმების პოპულარიზაცია საქართველოში და ემყარება ეროვნული კინოცენტრისა და სლოვაკეთის კინოინსტიტუტის მრავალწლიან თანამშრომლობას.

 

ქართული კინოს დღეები 2012 წელს ბრატისლავაში გაიმართა. 

 

“კინოჩვენებები- როგორც საქართველოში, ისე სლოვაკეთში- ხელს შეუწყობს საქართველოსა და სლოვაკეთის კინოინდუსტრიების დაახლოებას.” 

 

კინოცენტრის ინფორმაციით, 14-17 ნოემბერს – ოთხი დღის განმავლობაში, თბილისში ქართულ აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება გაეცნოს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე სლოვაკურ კინემატოგრაფს.


კინოსეანსების დაწყებამდე ფილმებს თავად სლოვაკელი  რეჟისორები და სლოვაკეთის კინოინსტიტუტის წარმომადგენლები წარადგენენ. დასწრება თავისუფალია.

 

პროგრამა

 

(14-17 ნოემბერი, კინოთეატრი ამირანი, მცირე დარბაზი)  

 

ვიდრე გათენდება | Before Tonight is Over | Kym sa skonci tato noc – 14 ნოემბერი, 20:00

(გახსნის ფილმი) | მხოლოდ მოსაწვევებით

 

ნორმალიზაცია | Normalisation | Kauza Cervanová – 15 ნოემბერი, 18:00

რეჟ. რობერტ კირხჰოფი

 

ვეფხვები ქალაქში | Tigers in the City | Tigre v Meste – 15 ნოემბერი, 20:00

რეჟ. იურაი კრასნოჰორსკი

 

მზე ბადეში | The Sun in The Net | Slnko v Sieti – 16 ნოემბერი, 18:00

რეჟ. შტეფან უჰერი

 

მოგზაურობა აშში | Made in Ash | Az do mesta As – 16 ნოემბერი, 20:00

რეჟ. ივეტა გროფოვა

 

მომო | Momo | Momo – 17 ნოემბერი, 18:00

რეჟ. თეოდორ კუნი

 

ბოლო ავტობუსი | The Last Bus | Posledný autobus -17 ნოემბერი, 18:30

რეჟ. მარტინ სნოპეკი, ივანა ლაუჩიკოვა

 

პანდები | Pandas | Pandy – 17 ნოემბერი, 18:45

რეჟ. მათუშ ვიზარი

 

ვარსკვლავი | The Star | Hviezda – 17 ნოემბერი, 20:00

რეჟ. ანდრეი კოლენჩიკი

 

ექსპონატები | Exhibits or the Stories from the Castle |

Exponáty alebo Príbehy z kaštieľa – 17 ნოემბერი, 20:20

რეჟ. პალო კოლეცი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი