ხელოვნება

იშხნის რეაბილიტაციის დასრულება მაისამდე გადაიდო

25 ოქტომბერი, 2013 •
იშხნის რეაბილიტაციის დასრულება მაისამდე გადაიდო

საქართველოს კულტურული მეკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, მერაბ ბოჭოიძის განცხადებით, თანამრომლობის ის ფორმატი, რომელიც განვითარდა თურქ და ქართველ სპეციალსტებს შორის, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული აღმოჩნდა. 

 

ბოჭოიძე ამბობს, რესტავრაციის პროცესი მეთოდების დაცვით მიმდინარეობს და თავდაპირველი შიში, რომ იშხნის რესტავრაცია დაუგეგმავად წარიმართებოდა, გაიფანტა. 

 

სააგენტოს თავმჯდომარე, რომელიც თურქეთში ქართველი სპეციალისტების დელეგაციას ხელმძღვანელობდა, იმითაა კმაყოფილი, რომ თურქი სპეციალისტები იყენებენ ხარისხიან მასალას, ხელოსნები და კალატოზები არიან კვალიფიციური.

 

“მითითებები მივეცით, ისინი ამას ითვალისიწნებენ. ნაკერების ამოვსებას ისინი აკეთებენ იტალიური კირის ხსნარით. ძალიან მნიშვნელოვანი და ხარისხიანი მასალაა. ჩვენ ხშირად გვინატრია, რომ აქ [საქართველოში] გამოგვეყენებინა,”- განაცხადა მერაბ ბოჭოიძემ. 

 

იშხნის რეაბილიტაციის პროცესი 2014 წლის მაისამდე გადაიდო, რაც იმის მანიშნებელია, რომ თურქეთის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია იშხანი აუჩქარებლად აღადგინონ, განაცხადა ბოჭოიძემ. 

 

ექსპედიციის წევრის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსის, ნინო კორძახიას თქმით, მათ ახალი რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელსაც თურქ რესტავრატორებს რამდენიმე დღეში გაუგზავნიან. 

 

კორძახია ამბობს, რომ ახალი რეკომენდაციები ძირითადად დეტალებს შეეხება. იგი განმარტავს, რომ იშხანში მეჩეთის ფუნქციონირების დროს გაიჭრა ღიობი, რაც ამოსაშენებელია, ამოსაშენებელია ასევე კარნიზი. კარის თავზე არსებული ღიობი, რომლის შემცირება სურთ თურქ რესტავრატორებს, ქართული მხარე მიიჩნევს, რომ არ უნდა შემცირდეს. 

 

იშხანი, 17 აპრილი
იშხანი, 17 აპრილი

წინა შეხვედრების დროს მიღწეულ მთავარ შეთანხმებად ექსპედიციის წევრი ნიკო ზაზუნიშვილი იშხნის გადახურვას ასახელებს. მისი თქმით, თურქმა რესტავრატორებმა შეაჩერეს იშხანში დაწყებული არქეოლოგიური სამუშაოები და ყურადღება ეკლესიის გადახურვაზე გადაიტანეს. 

 

ტაძრის დასავლეთისა და ჩრდილოეთის მკლავის გადახურვა დასრულებულია, სამხრეთის მკლავზე მცირე სამუშაოა დარჩენილი. აღმოსავლეთ კონკი უნვე გადაყვანილია და მალე გადაიხურება. 

 

იშხნის რეაბილიტაცია თურქეთის ხელისუფლებამ 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. ქართველი სპეციალისტები 22-24 ოქტომბერს მეხუთედ იმყოფედბოდნენ იშხანში თავიანთი მოსაზრებების გასაზიარებლად. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი