“მართმადიდებლური ეთიკა და არათავისუფლების სული” ფილოსოფოსის სხვადასვხა დროს გამოქვეყნებული სტატიების კრებულია.
„წიგნის საფუძვლად გამოვიყენე ჩემი ტექსტები, რომლებიც რადიო „თავისუფლების“ ბლოგზე გამოქვეყნდა, მხოლოდ არის თავიდან ბოლომდე გადამუშავებული და განვრცობილი. აღარ არის იმ სახით მოცემული, როგორიც იყო, თავიდან ბოლომდე ორიგინალური ტექსტებია. ეს არის დღევანდელობის გაგების ინტერპრეტაცია”, – ამბობს წიგნის ავტორი.
გიორგი მაისურაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელობა მართლმადიდებლურ ეთიკაზე, უფრო სწორად კი, ამ ეთიკის არარსებობაზე დგას:
„რეალურად, ჩვენთან ეთიკური მომენტი აღარ არსებობს, საზოგადოებას მორალი აღარ გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ მორალური პრინციპები, ეთიკური ღირებულებები გამქრალია და ჩანაცვლებულია მართლმადიდებლური რიტუალით. ადამიანები, რომლებიც იცავენ გარკვეულ წესებს, მონაწილეობენ გარკვეულ რიტუალებში, ანთებენ სანთლებს, ჰყავთ მოძღვარი, იცავენ მარხვებს და ჰგონიათ, რომ ამის გამო კარგი ადამიანები არიან, ზნეობრივი ადამიანები არიან, და მთელი წიგნის ამოსავალი პრინციპი ის არის, რომ რეალურად ამ ჩანაცვლებამ ჩვენი ცნობიერებიდან განდევნა მორალი, განდევნა ზნეობა, ეთიკა განდევნა. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელსაც აღარანაირი მორალური და ეთიკური ღირებულებები გააჩნია.”
შეხვედრა დისკუსიის სახით ჩატარდა. სალომე ასთიანმა, ბექა მინდიაშვილმა და ზაალ ანდრონიკაშვილმა, ავტორთან ერთად, წიგნში განხილული საკითხების აქტუალურობაზე ისაუბრეს.




