“განსხვავებულის, უჩვეულოს, გაუგებრის მიღება-არმიღება დღევანდელობის მნიშვნელოვანი პრობლემაა. უამრავი ფილოსოფიური, სოციალური თუ ფსიქოლოგიური თეორია აღწერს ჩვენს დამოკიდებულებას ეროვნებების, რელიგიების უმცირესობების, განსხვავებულად მოაზროვნეთა, გვერდით მყოფი ადამიანის – „სხვის“ მიმართ. როგორც ჟაკ დერიდა ამბობს: „სხვას ვერასოდეს გაიგებ როგორც თანყოფნას (presence)…. „სხვას“ ყოველგვარი კავშირი აქვს გაწყვეტილი თანყოფნის ფენომენოლოგიურ მეტაფიზიკასთან – „სხვას“ ვერასოდეს გაიგებ თეორიულ აქტში; ეს მხოლოდ ეთიკური პასუხისმგებლობის მეშვეობითაა შესაძლებელი: მე ვიღებ პასუხისმგებლობას სხვაზე“. ეთიკური პასუხისმგებლობის აღების სირთულე და ზოგ შემთხვევაში შეუძლებლობა, ხშირად ხდება კულტურული გაუცხოების, რელიგიური, ტერიტორიული თუ პირადი კონფლიქტების მიზეზი.
სახელწოდების ინსპირაციის წყარო ქართველი მხატვრის, ილია ზაუტაშვილის 1998 წლის პერფომანსი „ვარ მე შენ?“ გახდა. პერფორმანსის ოთხი მონაწილე 2 წყვილადაა გაყოფილი, რომლებიც ერთმანეთის „გაგებას“ ცდილობენ, მაგრამ წინააღმდეგობებს აწყდებიან. პირველ წყვილს თვალები აქვთ ახვეული და ერთამენთს ეხებიან, მეორე წყვილი კი სხვადასხვა ენაზე დაწერილ წიგნს ხმამაღლა, ერთდროულად კითხულობს. ნამუშევარი აჩვენებს კომუნიკაციის სირთულეს, როცა მხოლოდ საკუთარ ენაზე, სიტყვების ფორმალურობაზე და კულტურულ ან ქცევით (behavioral) სტერეოტიპებზე ხარ კონცენტრირებული, ან როდესაც სუბიექტის მიღება-არმიღება წინასწარგანწყობით შემოიფარგლება.
არტისტერიუმის 2013 და მისი თემა „ვარ მე შენ?“ მონაწილეებს თავაზობს „სხვისი“, როგორც ფენომენის კვლევას და ჩვენი დამოკიდებულების და პასუხისმგებლობის ეკოლოგიას „სხვის“ მიმართ. გამოფენის მიზანი თუნდაც მიუღებელ იდეოლოგიასთან ან ცხოვრების წესთან თანაარსებობის გზების ძიება და თანაგრძნობის შესაძლებლობაა. წლევანდელი თემა იმ გავლენების აღმოჩენის საშუალებასაც იძლევა, რომელიც აყალიბებს ჩვენს დამოკიდებულებას გარშემო არსებულ მრავალფეროვანი ნააზრევისა თუ გამოვლინების, თუნდაც სიცოცხლის სხვა ფორმების მიმართ (ფლორა, ფაუნა), რომლებიც ჩვენ გვერდით ამ პლანეტაზე არსებობენ”
არტისტერიუმი 2013–ის პროგრამა ასე გამოიყურება:
4 ოქტომბერი, პარასკევი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ი.გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8.
18:00 – არტისტერიუმი 2013, გახსნა.
19:00/21:00 – პერფორმანსების პროგრამა: ილიკო ზაუტაშვილი „ვარ მე შენ?“, ლედო, “Heartland Performance”, ჯენიფერ ჰიკსი „ქუჩაში მარტო“.
5 ოქტომბერი, შაბათი.
გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის ქ. 16.
16:00 – ჯულია შარლოტ რიხტერი, პრეზენტაცია / გერმანია.
გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ჭანტურიას ქ. 8. გალერეა „41 გრადუსი“.
18:00 – ჯუნიშირო იშიი, მასარუ ივაი, რუმიკო ჰაგივარა / იაპონია.
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი, დ. აბაშიძის ქ. 10.
20:00 – ფრენსის ბელზერი, ევა ვანდელერი, პასკალ ჰაუსერმანი / შვეიცარია.
6 ოქტომბერი, კვირა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი, (აუდიტორიუმი), ფურცელაძის ქ. 1.
12:30/16:00 – „განსხვავებული ეკრანი“, ვიდეო არტის და მოკლე ფილმების საერთაშორისო პროგრამა. პირველი დღე.
მთაწმინდის პარკი, ბორბლის ქვეშ.
17:00 – „ჩაკ“, მთაწმინდის პარკის არტ-სტუდიის მხატვრების გამოფენა.
7 ოქტომბერი, ორშაბათი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი (აუდიტორიუმი), ფურცელაძის ქ. 1.
14:00/17:00 – „განსხვავებული ეკრანი“, ვიდეო არტის და მოკლე ფილმების საერთაშორისო პროგრამა. მეორე დღე.
ევროპის სახლი, თავისუფლების მოედანი 1.
18:00 – ლედო, ჯენიფერ ჰიკსი, ვიდეო ისნატალაცია “Heartland“ და პერფორმანსების პროგრამა.
8 ოქტომბერი, სამშაბათი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი (აუდიტორიუმი), ფურცელაძის ქ. 1
14:00/18:00 – „განსხვავებული ეკრანი“, ვიდეო არტის და მოკლე ფილმების საერთაშორისო პროგრამა. მესამე დღე.
ა. ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გრიბოედოვის ქ. 22
19:00 – „მე და შენი თავისუფლება“, თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის სტუდენტების და კურსდამთავრებულების გამოფენა.
9 ოქტომბერი, ოთხშაბათი.
გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის ქ. 16.
17:00 – ნეზაკეტ ეკიჩი, პრეზენტაცია / თურქეთი, გერმანია.
18:00 – გოეთეს ინსტიტუტის პროგრამა „მუზეუმის საათი“, კრაკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი მარია პოტოცკა / პოლონეთი.
გალერეა“კონტეინერი“, რადიანის ქ. 10გ.
20:00 – “ფხანა”, ქართული ფოტოგრაფიის გამოფენა.
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი.
გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ჭანტურიას ქ. 8. მეორე სართული.
17:30 – „პირამიდები“, გელა პატიაშვილი / საფრანგეთი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8.
18:30 – „ურთიერთობაში: მივცურავთ ერთად“, პერფორმანსი, ნეზაკეტ ეკიჩი / თურქეთი, გერმანია, შაჰარ მარკუსი/ ისრაელი.
12 ოქტომბერი, შაბათი.
გალა გალერეა, ათონელის ქ. 27.
18:00 – მურთაზ შველიძე / საქართველო, არტისტერიუმის პარალელური პროექტი
ოატ გალერეა, სილამაზის შესახვევი 14, ბეთლემის კლდის უბანი.
19:00 – „ხვრელი ჩემს გულში“ ნატალია მალი / რუსეთი, დიდი ბრიტანეთი.
13 ოქტომბერი, კვირა.
თბილისი პარკი მთაწმინდაზე, ბორბლის ქვეშ.
18:00 – მთაწმინდის პარკის არტ-სტუდიის საქველმოქმედო აუქციონი.
14 ოქტომბერი, ორშაბათი.
დ. შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11.
18:00 – „ქართული მელანქოლიის ანატომია“, ლადო ფოჩხუა / აშშ, საქართველო
(გამოფენა გაგრძელდება 14 ნოემბრამდე).
დასწრება თავისუფალია ყველა გამოფენაზე





