საქართველოს დელეგაცია ეწვევა ქალაქ ბერჟერაკს, სადაც დაგეგმილია შეხვედრები ქალაქის პრეფექტთან და ქალაქის მერთან. შეხვედრების დასასრულს დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები. დელეგაცია საფრანგეთიდან საქართველოში 16 სექტემბერს დაბრუნდება.

ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტთან, ოთარ ზურაბიშვილთან შეხვედრაა დაგეგმილი. შეხვედრა გაიმართება საქარველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკა სირაძე – დელონესთან.
სახელწიფო კომისიის წევრთა დელეგაციის შემადგენლობაში არიან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე, მინისტრის მოადგილე მუხრან გულაღაშვილი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი.
კულტურის სამინისტროს ცნობით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას კომისიის წევრი, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავახიშვილი და საფრანგეთის ,,ქართული კერას“ წარმომადგენლები, ,,ლევილის შატოს“ მფლობელთა შთამომავლები, ირენ ციციშვილი, ტიერი ბერიშვილი და ეთერ ფაღავა მიიღებენ.
2013 წლის აპრილსა და მაისში ლევილსა და თბილისში უკვე გაიმართა ,,ლევილის შატოს’’ მამულისა და ქონების საქართველოსთვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის ორი სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე.




