ინფორმაცია ჰაიაო მიაძაკის კინოდან წასვლის შესახებ კვირას, 30 აგვისტოს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გავრცელდა. კოიუ ჰოშინომ, იაპონური ანიმაციური სტუდიის “ჯიბლი” დირექტორმა განაცხადა, რომ ჰაიაო მიაძაკის ახალი ანიმაციური ფილმი WiInd Rises, რომელიც ვენეციის კინოფესტივალზეა წარდგენილი, რეჟისორის ბოლო ნამუშევარია.
“BBC”-ის ცნობით, ჰოშინომ არ უპასუხა შეკითხვას, მიდის თუ არა იაპონელი რეჟისორი კინოდან. თუმცა განაცხადა, რომ აღნიშნულ თემაზე მომავალ კვირას ტოკიოში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე უფრო მეტს ისაუბრებენ.
“მას უნდა, რომ ყველას დაემშვიდობოს,”- განაცხადა ჰოშინომ.

მიაძაკი, რომელიც ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალს არ ესწრება მისი ახალი ფილმის იაპონიაში დაგეგმილი პრემიერის გამო, 1997 წელსაც განაცხადა, რომ “პრინცესა მონონოკე” მისი ბოლო ფილმი იქნებოდა. თუმცა, ამის შემდეგ მიაძაკი წარმატებული ანიმაციური ფილმით THe Spirited Away დაბრუნდა კინოსამყაროში.
2004 წელს იაპონური მანგას ოსტატმა ოსკარი მიიღო საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის “Howl’s Moving Castle” ერგო. მიაძაკის მე-11 მხატვრული ფილმი, რომელიც ჯერჯერობით ბოლო ნამუშევარია, მოგვითხრობს ისტორიას იაპონელ ინჟინერზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიისთვის სამხერდო თვითმფრინავებს ქმნის.
ჰაიაო მიაძაკი, რომელიც ცნობილია 1970-იანი წლებიდან, აღიარება ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2005 წელს მოიპოვა, როცა მისი მოღვაწეობის 50 წლისთავი ოქროს ლომით აღნიშნეს.






