ხელოვნება

“Glee”–ს გარდაცვლილი მსახიობის მონაწილეობით ერთ–ერთი ბოლო ფილმი სექტემბერში გამოვა

31 აგვისტო, 2013 •
“Glee”–ს გარდაცვლილი მსახიობის მონაწილეობით ერთ–ერთი ბოლო ფილმი სექტემბერში გამოვა

ფილმში “All the Wrong Reasons” მონტეიტის გარდა  კევინ ზაგერსი, კარინ ვანასი და ემილი ჰამფშაირი მონაწილეობენ . ფილმის რეჟისორი კი ჯია მილანია. 

 

ფილმი 4 ადამიანის, მაღაზიის მენეჯერის, დაცვის თანამშრომლის, მეხანძრის და  ტრავმით გამოწვეულ შედეგებთან მებრძოლი მოხელის შესახებაა.


შეგახსენებთ, რომ ფინ ჰადსონის როლის შემსრულებელი Fox-ის ცნობილ სერიალში ”Glee”, კორი მონტეიტი , 13 ივლისს გარდაიცვალა. ” Fairmont Pacific Rim Hotel ‘-ის’ მომსახურე პეროსანლმა 31 წლის მსახიობი ვანკუვერის სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვა.

კორი მონტეიტი ვანკუვერს 6 ივლისს ეწვია. პარასკევ საღამოს ბევრი ადამიანი ჰყავდა სასტუმროს ნომერში, მაგრამ, როგორც სასტუმროს თანამშრომელი იუწყება, ვიდეოკამერებმა კორი მონტეიტი დილის საათებში, სასტუმროში მარტო დაბრუნებისას დააფიქსირეს. 

 

მონტეიტი აპრილში სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა ნარკოტიკებზე დამოკიდებულის გამო. როგორც მსახიობმა ერთ–ერთ გამოცემას 2011 წელს განუცხადა,  ნარკოტიკების მოხმარება 13 წლისამ დაიწყო, 19 წლისამ კი, დედამისის და მისი ძმის დახმარებით, სარეაბილიტაციო ცენტრში იმკურნალა. 

31 წლის მსახიობის გარდაცვალებას კოლეგები და მეგობრები გამოეხმაურნენ. სერიალში ნოა პოკერმენის როლის შემსრულებელმა მსახიობა, მარკ სელინგმა პოლიციის კონფერენციის მერე twitter-ზე ”no” ( არა) დაწერა. ” სიტყვები არ მყოფნის! ჩემი გული გატეხილია. კორი, გარდა იმისა, რომ იყო ძალიან კარგი მეგობარი, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელიც მუდამ გულთან ახლოს მეყოლება”- განაცხადა დოტ-მარი ჯოუნსმა, რომელიც ფეხბურთის მწვრთნელს თამაშობს სერიალში.

კორი მონტეიტი 3 დაუსრულებელ პროექტში იღებდა მონაწილეობას.

 

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი