ხელოვნება

ბენ აფლეკი ბეტმენის როლს შეასრულებს

23 აგვისტო, 2013 •
ბენ აფლეკი ბეტმენის როლს შეასრულებს

ამავე ფილმში კლარკ კენტის, ანუ სუპერმენის როლს მსახიობი ჰენრი ქევილი შეასრულებს, მან სუპერმენი ერთხელ უკვე ითამაშა 2013 წლის ფილმში Man of Steel. მსგავსი როლი ბენ აფლეკსაც აქვს შესრულებული, ის სუპერგმირს ასახიერებდა ფილმში Daredevil.

 

ფილმის გადაღების შესახებ, სადაც ორი სუპერგმირი ერთად გამოჩნდება, რეჟისორმა ზაკ შნაიდერმა დაახლოებით ერთი თვის წინ დააანონსა. ფილმი კინოთეატრებში, სავარაუდოდ, 2015 წლის ზაფხულში გამოვა.

 

ბოლოს, ბეტმენის როლი რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის ტრილოგიაში Dark Knight მსახიობმა კრისტიან ბეილმა შეასრულა. ბეტმენის როლი ადრინდელ ნამუშევრებში ასევე შესრულებული აქვთ მაიკლ კიტონს და ჯორჯ კლუნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი