“პრემიერი გოცებული დარჩა. ეს ინფორმაცია თქვენი ჟურნალისტებისგან შეიტყო. ამ ეტაპზე არანაირი სურვილი არ გამოუთქვამს შეძენის,”- განაცხადა მანანა თოქმანჯიშვილმა, პრემიერის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

 

“New York Post“-ის 22 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტილოს, რომელზეც სავარაუდოდ რუსი მოდელი დაშა ჟუკოვაა გამოსახული, შეძენა “ფეისბუქის” დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს, “იუთუბის” შემქმნელ ჩად ჰარლისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანშვილს სურთ. გამოცემის ცნობით, სურათი 1 მილიონ დოლარადაა შეფასებული. 

 

გავრცელებული ინფორმაცია “ნეტგაზეთმა” პრემიერის პრეს-სამსახურთან გადაამოწმა. 

 

თოქმანჯიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი რომან კრიხელის შემოქმედებას დიდი პატივს სცემს. ჩვენს შეკითხვაზე, ხომ არ შეიძლება ნახატის შეძენა ამის შემდეგ გადაწყვიტოს, თოქმანჯიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ეს ასეც მოხდეს, რადგან ბიძინა ივანიშვილი თანამედროვე ხელოვნების დიდი დამფასებელი და მცოდნეა. 

 

რომან კრიხელი 1956 წელს საქართველოში დაიბადა. 1972-74 წლებში იაკობ ნიკოლაძის სახელობის  თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. რომან კრიხელი ამერიკაში 1975 წელს ჩავიდა, სადაც ძველი რენესანსის ხელოვანების შესწავლა განაგრძო, რომლითაც მოზარდობიდან იყო დაინტერესებული. კრიხელი ამჯამად ნიუ-იორკში ცხოვრობს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *