ხელოვნება

NYP: ივანიშვილსა და ცუკერბერგს ერთი და იმავე ნახატის შეძენა სურთ

22 აგვისტო, 2013 • 1384
NYP: ივანიშვილსა და ცუკერბერგს ერთი და იმავე ნახატის შეძენა სურთ

მედიასაშუალების ცნობით, რომან კრიხელის გამოუქვეყენებელმა ნახატმა ცნობილ კოლექციონერებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. კრიხელი თავის ახალ ტილოს, რომელსაც “მსოფლიოში ყველაზე მშვენიერ ქალს უწოდებს”, ერთ თვეში გაასაჯაროებს.

 

“New York Post”-ის ცნობით, ტილოზე გამოსახული ადამაიანის ვინაობას კრიხელი არ ამხელს. გავრცელებული ინფორმაციით, მასზე რუსი მოდელი დაშა ჟუკოვაა გამოსახული. ნახატის შეძენა “ფეისბუქის” დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს, “იუთუბის” შემქმნელ ჩად ჰარლისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანშვილს სურთ. გამოცემის ცნობით, სურათი 1 მილიონ დოლარადაა შეფასებული. 

 

“ნეტგაზეთი” ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამსახურს დაუკავშირდა, სადაც დაგვპირდნენ, რომ ინფორმაციას დააზუსტებენ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი