ხელოვნება

“შავი ზღვის ჯაზფესტივალის” მესამე დღე-კარმენ სოზა და “სალიო” [photo/video]

21 ივლისი, 2013 • 1611
“შავი ზღვის ჯაზფესტივალის” მესამე დღე-კარმენ სოზა და “სალიო” [photo/video]

ბათუმის კორტებზე, სადაც ჯაზფესტივალი იმართება, ჯაზის მოყვარულები 8 საათზე მივიდნენ. 20 ივლისს, წინა დღეებისგან განსხვავებით, არ უწვიმია. კონცერტი ღამის თერთმეტ საათზე დამთავრდა.

 

სცენაზე პირველად ქართული ჯგუფი “სალიო” წარსდგა. ჯგუფი 2012 წელს შეიქმნა. ჯგუფის წევრები სალომე კორკოტაშვილი და ბექა ჯაფარიძე არიან. “სალიო” ახალი ორლეანის ჯაზისა და მემკვიდრეობის ფესტივალზე იყვნენ მიწვეული 2013 წლის მარტში.

 

“სალიოს” შემდეგ კარმენ სოზა გამოვიდა. მიშა გიორგაძემ, “ისთერნ ფრომოუშენსის”დირექტორმა, სოზა ევროპულ ჯაზფესტივალებზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად შემსრულებლად მოიხსენია. კარმენ სოზა ლისაბონში კაბო- ვერდეელ მიგრანტების ოჯახში დაიბადა. სოზა, მისი თქმით, საქართველოში პირველად იმყოფებოდა და როგორც სცენიდან აღნიშნა, ბათუმში ყოფნა ძალიან მოეწონა.

მასალების გადაბეჭდვის წესი