ზემფირამ თავის საიტზე გამოაქვეყნა, რომ საქართველოში დაგეგმილი კონცერტები ხმისა და განათების აპარატურის არქონის გამო გაუქმდა: 

 

“16 ივლისს შემატყობინეს, რომ საქართველოში დაგეგმილი კონცერტები ვერ ჩატარდებოდა ხარისხიანი ხმისა და განათების აპარატურის არქონის გამო. ახალმა ამბავმა გამანაწყენა.”

 

ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც კონცერტი მისი ორგანიზატორის კირილ ხიმიჩევის გამო გაუქმდა:

 

“ჩვენთვის, ყველასთვის სამწუხაროდ მოხდა ასეთი ფაქტი, რომ კონცერტის ორგანიზატორი Live Concerts-ის დამფუძნებელი და დირექტორი (კირილ ხიმიჩევი) გაიქცა! ის ასევე იყო oasis festivat mtskheta-ს ორგანიზატორი, რომელსაც დაუგროვდა ძალიან ბევრი ვალები, რის გამოც მიატოვა ზემფირას კონცერტის ორგანიზება და გაიქცა სავარაუდოდ თავის სამშობლოში, ლატვიაში! შეგიძლიათ ეძებოთ! ვინაიდან და რადგანაც ზემფირას პროდიუსერები დაუკავშირდნენ ქართულ მხარეს, რომლებმაც შარშან ჩაატარეს ზემფირას კონცერტი “ტრიუმფში”. ქართული მხარე დღემდე ცდილობდა ამ კონცერტების გადარჩენას და ახლაც ცდილობს, მიდიოდა მოლაპარაკებები კონცერტის თარიღის შეცვლაზე, რადგანაც 22 ივლისამდე ვერ ხერხდებოდა აპარატურის თბილისში ჩამოტანა! რადგანაც ქართველ ორგანიზატორებს კარგი დამოკიდებულება აქვთ მომღერლის კოლექტივთან, ისინი ცდილობდნენ ერთობლივად როგორმე ამ კონცერტების შენარჩუნებას!”– ნათქვამია განცხადებაში. 

 

ამავე განცხადების მიხედვით, კონცერტის არჩატარების შემთხვევაში გაყიდული ბილეთების თანხა მყიდველებს დაუბრუნდებათ. 

 

თათა სადრაძემ, oasis festivat mtskheta-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მიმდინარეობს ზემფირასთან მოლაპარაკება იმის შესახებ, რომ ახლო მომავალში გამართოს კონცერტი საქართველოში. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *