რუსეთის სიდიდით მეოთხე ქალაქ ეკატერინბურგის მცხოვრებლებს ქალაქის ქუჩებში ასფალტის განუახლებელი საფარი და პოლიტიკოსების უმოქმედობა აწუხებდათ.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ura.ru აღნიშნულ პრობლემას არაერთხელ გამოეხმაურა, თუმცა საკითხი არ მოგვარდა.
“ჩენი ქალაქის სტუმრებს აშინებდათ ორმოები ქალაქის ქუჩებში, ჩვენ გვრცხვენოდა, თუმცა გვიწევდა ყოველდღე ამ გზებზე. ჩვენ გადავწყვიტეთ საღამოს საათებში სამ ორმოსთან პოლიტიკოსების სურათები დაგვეხატა ისე, რომ ისინი ასოცირებული ყოფილიყვნენ ამ ორმოებთან,”–იხსენებენ სარეკლამო სააგენტოს ‘ვოსხოდ’ აქტივისტები.
აქტივისტებმა ორმოებთან გუბერნატორის, მერისა და ვიცე–მერის სახეები დახატეს ასფალტზე, ქალაქის ცენტრში. ნახატების გვერდით კი მათი წინასაარჩვენო დაპირებები მიაწერეს, მაგალითად, ვიცე–მერის დაპირება: “ორმოები 2012 წლის აპრილის ბოლოსთვის შეკეთდება”, მაშინ, როცა უკვე ივლისი იდგა.
მეორე დღით ინფორმაცია მედიასაშუალბებში გავრცელდა და ყველა ელოდა პოლიტიკოსების რეაქციას. პოლიტიკოსების რეაქცია შემდეგი იყო: საღამოს ქალაქის მერიამ მუშები გაგზავნა ორმოებისკენ მხოლოდ იმისთვის, რომ ნახატები გადაეღებათ. ეს ფაქტი აქტივისტებმა ფარული კამერით გადაიღეს.
მეორე დღით აქტივისტებმა გადაღებილ ორმოების გვერდით საღებავით დააწერეს, რომ “გადაღებვა არ არის შეკეთება.” ინფორმაცია აქციის შესახებ 300-მა მედიასაშუალებამ გააშუქა, ხოლო სოციალურ ქსელებში 7 ათასჯერ ახსენეს. ინტენსიურმა გასაჯაროებამ შედეგი გამოიღო და იმავე დღეს ორმოები შეაკეთეს.
ura.ru-ს მიხედვით, აქციამდე ერთი თვით ადრე შეკეთებული ასფალტის სიგრძე 1,4 კილომეტრი იყო, აქციიდან ერთი თვის შემდეგ კი 7,6. მოსახლეობისთვის ცნობილი გახდა ამგვარი აქტივიზმის შედეგი და მათ შეეძლოთ, რომ აეტვირთათ ურა.რუ–ს საიტზე ასფალტის საფარის შესახებ და ბრობლემა საჯარო გაეხადათ.
აღნიშნული აქციის მონაწილეებმა თავისი აქციის სარეკლამო რგოლი ეფექტური კრეატიულობის ფესტივალში ჩართეს. მათი ნამუშევარი შორტ ლისტში მოხვდა და ნომინაციაში პრომო და აქტივობა ოქროს ლომი მიიღო.
კანის კრეატიულობის ფესტივალი არის ყოველწლიური დაჯილდოება, რომელზეც შემოქმედებითი გაერთიანებები იღებენ მონაწილეობას. ფესტივალი 2013 წელს 16–დან 22 ივნისამდე იმართება.