ჩვენება 12 ივლისს, 8 საათზე დაიწყო. ხელით შეკერილი და დამუშავებული 60 ექსპონატის ჩვენება თურქული მუსიკის ფონზე ქორეოგრაფიული დადგმით ანკარის ინსტიტუტმა „ოლგუნლაშმა“ წარმოადგინა.
1958 წელს დაარსებული ინსტიტუტი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ტრადიციულ თურქულ ტანსაცმელსა და ხელით ნამუშევრებს შეისწავლის. მათი საქმიანობა თანამედროვე ესკიზების საშუალებით მომავალი თაობისთვის დაუზიანებელი ორიგინალების გადაცემას ისახავს მიზნად.
საღამო ისტორიული ტანსაცმლის ჩვენებით დაიწყო. ვინაიდან, ოსმალეთის იმპერიაში ყველა საზოგადოებრივ ფენას მისთვის დამახასითებელი ტანსაცმელი ჰქონდა. ამ შემთხვევაში თავსაბურავები და ქამრები ანატოლიის შესახებ გზავნილს წარმოადგენდნენ.

საარქივო ესკიზებისა და ოსმალეთის დროინდელ სასახლეებში ჩატარებული კვლევის შედეგად შექმნილი კოლექცია ოსმალეთის სიდიადისა და კულტურებისადმი დამოკიდებულებასთან ერთად განსხვავებული კულტურებისადმი მათ პატივისცემას გამოხატავს.
დეფილეზე წარმოდგენილი იყო 3 ათასწლოვანი ისტორიის მქონე სამოსი „ქუთნუ“, რომელიც ოსმალეთის სულთნების რჩეული ტანისამოსი იყო. კოლექციის ცალკე ხაზით ტრადიციულ თურქულ ხელოვნებაში არსებულ მოტივებსა და მე-16, მე-17 საუკუნეების იზნიქისა და ქუთაჰიის ფაიფურების მოხატულობიდან ბუნებრივი აბრეშუმის შეღებვით შექმნილი საღამოს ტანსაცმელი წარმოადგინეს.
“ათათურქის კოლექცია” თურქეთის პირველი პრეზიდენტის ქემალ ფაშას მიერ რესპუბლიკის დაარსების 75 წლისთავს ეძღვნება. ამ კოლექციაში გაერთიანებული სამოქალაქო ტანსაცმელი კი რევოლუციებსა და თურქეთის სოციალური ცხოვრების განვითარების გზას ასახავს.
“თავისი უნიკალურობით გამორჩეული მოდების ჩვენება აღმოსავლეთისა და დასავლეთის სინთეზით ხაზს უსვამს კულტურათა გზაჯვარედინზე მდებარე თურქეთის სიმდიდრეს,”– ნათქვამია ბუკლეტში, რომელიც თურქული ტანსაცმლის მოდების ჩვენებას მიეძღვნა.
თურქული კულტურის დღეები თბილისში კიდევ 1 კვირას გაგრძელდება.

![თურქული ტანსაცმლის გამოფენა [ვიდეო] თურქული ტანსაცმლის გამოფენა [ვიდეო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000015239.jpg)



