ხელოვნება

პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის პრემიერა თბილისში

3 ივნისი, 2013 •
პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის პრემიერა თბილისში

კინოთეატრ “რუსთაველში” მხოლოდ ერთი სეანსი იქნება, “ამირანში” სეანსები გაგრძელდება. პრემიერის ზუსტი დრო ჯერ შეთანხმებული არაა. ბილეთის ფასი სტანდარტულია – 7.50 ლარიდან 12.5 ლარამდე.

 

კინოთეატრ “ამირანის” საინფორმაციო ცენტრში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ პრემიერა რუსულ ენაზე იქნება: “ძირითადად მაყურებლებს ურჩევნიათ რუსულ ენაზე იყოს.”


Los amantes pasajeros (სიტყვასიტყვით “შეყვარებული მგზავრები”) 2013 წლის მარტში გამოსული ფილმი ქართულ კინოთეატრებში რუსული სათაურით “Я очень возбуждён” გავა. ფილმში ხავიერ კამარა, ლოლა ნუენიასი, სესილია როთი, რაულ ალევარო მონაწილეობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი