საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია მინისტრის მრჩეველ თეონა დოლენჯაშვილთან ერთად მონაწილეობს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ ფორუმზე, რომელსაც 30 ქვეყნის კულტურის მინისტრები ესწრებიან. ფორუმი 30 მაისიდან 1 ივნისამდე გაგრძელდება.
ფორუმის პროგრამა რამდენიმე სესიის ჩატარებას ითვალისწინებს შემდეგ თემებზე: “როგორ ავაშენოთ ერთად მსოფლიოს მომავალი”, “როგორ უზრუნველვყოთ საზოგადოების ჩართულობა კულტურათაშორისი მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით”, “გლობალიზაციის ახალი ერა: ჰიბრიდულობა კულტურაში ცვალებადი მსოფლიოს ფონზე”, “კულტურათაშორისი საქმიანობის ხელშეწყობა” და თანმდევი ღონისძიებების მომზადება პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით, მათ შორის – “გააკეთე თუნდაც მცირედი მრავალფეროვნებისა და ჩართულობის კუთხით”.
ფორუმის პროგრამაში იგულისხმება კულტურათაშორისი ინოვაციის დაჯილდოვების ცერემონია ცენტრალური აზიის, შავი ზღვის და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში, „დამწყებ ლიდერთა“ პირველი სამიტი, კონფერენცია “გლობალურ კულტურათაშორის ქალაქებში სასწავლო თანამეგობრობის გლობალური ქსელი”, ვორქშოპი “კულტურათაშორისი დიალოგი ისტორიის შესწავლის კუთხით: საუკეთესო პრაქტიკა და გამოწვევები”, სესიები “ტურიზმი, როგორც კულტურათაშორისი შემწყნარებლობის და ურთიერთთანხმობის მთავარი მამოძრავებელი ძალა”, “კულტურათაშორისი დიალოგი რწმენისა და მეცნიერების კუთხით”, კულტურათაშორისი კომპეტენციების განსაზღვრა 21-ე საუკუნეში.
ფორუმი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პატრონაჟით და აზერბაიჯანის იუნესკოსთან, გაეროს ცივილიზაციების ალიანსთან, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან, ევროპის საბჭოსთან და ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრთან თანამშრომლობით იმართება.