“Behance Portfolio Review” მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება. თბილისში იგი წელს პირველად ჩატარდა. მასში ასამდე ადამიანია ჩართული.
ღონისძიებას, რომელიც კინოთეატრ ამირანში ათ საათზე დაიწყო სულ ხუთასამდე ადამიანი დაესრწება. “Behanse Portfolio Review Tbilisi” მისი ორგანიზატორების განცხადებით, არის კარგი შესაძებლობა რათა, ფოტოგრაფებმა, ბრენდინგის სპეციალისტებმა, ვებ–დეველოპერებმა გაიცნონ თავიანთი უცხოელი კოლეგების გამოცდილება და ურთიერთობები დაამყარონ მათთან.
“ეს ადამიანები მოდიან აქ და რჩევა დარიგებებს იღებენ. საით განვითარდნენ, საით დახვეწონ თავისი ნამუშევრები. [ისინი] იღებენ მსოფლიო დონის პროფესიონალებისაგან რჩევებს,’– განუცხადა ნეტგაზეთს აკაკი ახალაიამ, ღონისძიების ერთ–ერთმა ორგანიზატორმა.
კინოთეატრ ამირანის დარბაზში გამოფენილი პორტფოლიების ავტორები ელოდებოდნენ იმ რევიუერებს, რომლებიც მათ ნამუშევრებს განიხილავდნენ. პორტფოლიოების განხილვა 12 საათზე იყო დაგეგმილი, რის შემდეგაც მოწვეული სტუმრები მასტერკლასებს ჩაატარებენ თემაზე: თუ როგორ მუშაობენ სხვადასხვა საკითხებზე, როგორ უნდა იყონ შემოქმედებითი, კარგი დიზაინის შესაქმნელად რა არის საჭირო.
მასტერკლასების შემდეგ იქნება “ჯობ მარკეტი,” სადაც პორტფოლიოების განხილვაში მონაწილეები პოტენციურ დამსაქმებლებს შეხვდებიან.
“ქართული კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა გაიცნონ ამ სფეროში მომუშავე ადამიანები, რომლებსაც შეიძლება მხოლოდ CV–ის საფუძველზე იცნობდნენ მათ ნამუშევრებს და აქვთ შესაძლებლობა აიყვანონ ისინი სამსახურში. ან უბრალოდ საქმიანი ურთიერთბები დაამყარონ და ასე შემდეგ,”- ამბობს აკაკი ახალაია.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ხუთ გამარჯვებულს გადაეცემა ვარკვლავი, რომელიც აკაკი ახალაიას განცხადებით, მათ კარიერულ წინსვლაში დიდი ნახტომი იქნება.
“მე გავაგზავნე გრაფიკული დიზაინი და ბრენდინგი. კარგია კომუნიკაცია, გაცნობა, რჩევებს მომცემენ, უფრო გავიზრდები, ვფიქრობ, რომ გამოცდილებას მივიღებ. მოვლენ პოტენციური დამქირავებლები, ნახავენ ჩვენს ნამუშევრებს და ხდება ჩვენი წარდგენა მათთან,”– ირაკლი ჭუმბურიძე, “Behance Portfolio Review”–ში მონაწილე ვებ დიზაინერი.
“მოვიტანე ის ნამუშევრები სადაც კითხვები მიჩნდებოდა. მაგალითად, სწორად გამოვიყენე თუ არა ეს ტექნიკა, ან მისაღებია თუ არა ამ ფორმით იმუშაო თანამედროვე სარეკლამო ფოტოგრაფიაში. მინდოდა ენახა ამ ადამიანს მე თვითონ რა მომწონს და როგორი ტიპის შეკვეთებია და როგორ გიწევს ამაზე მუშაობა. რაზეც მივირე ისეთი პასუხი როგორიც მინდოდა,– ლელი ბლაგონრავოვა, McCANN Tbilisi-ის არტ დირექტორი.
პორტფოლიოების განხილვის ორგანიზატორები იყვნენ თბილისის მერია, მარკეტერ.გე, სასტუმრო “ჰოლიდეი ინი,” კინოთეატრი ამირანი, სილქნეტი, ქონექთ.გე. აკაკი ახალაის თქმით, ამ კომპანიების დამსახურებაა, რომ “Behance Portfolio Review”–ში მონაწილეობა უფასო იყო.
გამარჯვებულებისთვის პრიზები– სილქნეტმა– აიმაკი; ქონექტ.გემ– აიპადი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა –სასწავლო კურსი– დააწესეს.
დღევანდელი ღონისძიება 4 საათზე დასრულდება.
Behance არის არქიტექტორებისთვის, დიზაინერებისთვის, მხატვრებისთვის, ფოტოგრაფებისთვის შექმნილი ონლაინ პლატფორმა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს საზღვრების მიუხედავავდ, გაუზაირონ თავიანთი გამოცდილება სხვებს და დაამყარონ ურთიერთობა პოტენციურ დამსაქმებლებთან და კოლეგებთან.