ქართული დიასპორის დღეები 27 მაისს, ლექსო გელაშვილის დოკუმენტური ფილმის “მიწის სჯულის” ჩვენებით 11 საათზე გაიხსნა. 2 საათზე კინოთეატრ “ამირანში” რუსუდან გურჩიანის ფილმის “მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” ჩვენება გაიმართა.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვენებიც ესწრებოდნენ, განაცხადა, რომ ამ შეხვედრის მიზანი არის მცდელობა, იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორა სამშობლოში დაბრუნდეს.
“რთული სათქმელია, რომ დღეს და ხვალ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ყველა ქართველს შეეძლოს ჩამოსვლა და მუშაობა ჩვენს ქვეყანაში. დღესაც კი უმუშევრობის მაღალი დონეა ჩვენთან და ასე არ გამოვა, რომ ყველა ჩამოვიდეს და ყველას დახვდება სამსახური. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმალური, რომ ჩვენ აქ მოვიზიდოთ ინვესტიციები, ახალი სამუშაო ადგილები, რომ შევუქმნათ ჩვენს ქვეყანას განცდა, რომ დაუპურებელი და უმუშევარი არავინ იქნება. ამის ფეხდაფეხ უნდა მოხდეს ჩვენი თანამემამულეების დაბრუნება და ამის მსურველი დიდი უმეტესობაა,”– განაცხადა კონსტანტინე სურგულაძემ.
მინისტრმა უცხოეთში მოღვაწე ქართველ ხელოვნებზე საუბრისას ახსენა, რომ ამ ადამიანებმა საკუთარი თავი დაიმკვიდრეს და საქართველოს კულტურის პოპულარიზაციაში დიდ როლს თამაშობენ.
“ეს ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ, რომ ამ ადამიანებს აფასებენ, დიდ პატივს სცემენ, ეთაყვანებიან და შესაბამისად, ეს ჩვენთვისაც არის საამაყო, საამაყო იმიტომ, რომ ეს ადამიანები თავის ქვეყანას წარმოაჩენენ.
მინისტრმა ზაზა მარჯანიშვილი, რომელიც პრესკონფერენციას ესწრებოდა, ახსენა, როგორც მაგალითი იმ ხელოვანისა, რომელიც საქართველოში დაბრუნდა. მინისტრის თქმით, ეს არის სასიხარულო შემთხვევა, რომ “ასეთი წარმატებული ხელოვანი ბრუნდება სამშობლოში.
პრესკონფერეციის დასრულების შემდეგ მინისტრი და სტუმრად მყოფი ქართველი ხელოვანები მართლამდიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში წავიდნენ, სადაც სამინისტროს პრესსასმსახურის განცხადებით, ილია მეორესთან შეხვედრა გაიმართება.
18:00 საათზე რუსთაველის თეატრის დიდ დარაბაზში ალექსანდრე კორსანტიას, ვალერიანო გამგებელის, ნანა მირიან–ქავთარაშვილის, გია ონიანის, თამთა ტარიელის, ზაზა მარჯანიშვილის, დავით ციცქიშვილის, ლუკა ოქროსცვარიძის, ხათუნა შავგულიძის, არჩილ ბლუაშვილის, ავთანდილ თოფურიას, ვახო მუსხელის, ქეთევან სირბილაძის, ბენდისა და სიმებიანი კვარტეტის “Sforzando”, მონაწილეობით კონცერტს გაიმართება.
კულტურული ღონისძიებები ხვალაცაა დაგეგმილი:
11 საათზე მერაბ მამულაშვილის დოკუმენური ფილმის “ლაზი ვორე” ჩვენება გაიმართება.
2 საათზე ლევან კოღუაშვილის ფილმის “ქალები საქართველოდან” ფილმის ჩვენება გაიმართება.
29 მაისს რუსუდან გორგილაძის წიგნის პრეზენტაციაა დაგეგმილი, რომელიც ქართული კერძების რეცეპტების წიგნია. კონსტანტინე სურგულაძის განცხადებით, მას ეს წიგნი მნიშვნელოვნად მიიჩნია, რადგან ქართული კერძების პოპულარიზებას ემსახურება. წიგნი ინგლისურ და გერმანულ ენებზეა შედგენილი.
13:00 საათზე კინოთეატრ “ამირანში” მაცხოვრის რეზო ჩხეიძის დოკუმენტური ფილმის “სანთელზე საფლავზე დანთებული სანთელი” პრემიერა გამიმართება. 16:30 საათზე – ხათუნა შავგულიძის ლექსების პოეზიის საღამო.
19:00 საათზე ალექსანდრე კორსანტიას, ლუკა ოქროსცვარიშვილისა და დავით ციცქიშვილის მონაწილეობით საფორტეპიანო მუსიკის საღამო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება.
“ქართული დიასპორის დღეები 2013” 29 მაისს დასრულდება.