ხელოვნება

ვარსვკვლავების ჩამოყვანაში კულტურის სამინისტრო ფულს არ დახარჯავს

24 აპრილი, 2013 • • 950
ვარსვკვლავების ჩამოყვანაში კულტურის სამინისტრო ფულს არ დახარჯავს

კულტურული ღონისძიებების დაფინანსების პრიორიტეტებზე საუბრისას ოდიშარია ასევე აცხადებს, რომ კულუტურის სამინისტრო ღონისძიებების პროგრამულ დაფინანსებაზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო პროექტებს კულტურის სამინისტროს საბჭოები პრიორიტეტების მიხედვით გამოყოფენ და შემდეგ მოხდება მათი დაფინანსება. მინისტრის განცხადებით, კულტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად დაახლოებით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

ოდიშარიას თქმით,  კარგი საესტრადო თუ ჯაზანსამბლი თვითკმარი მიმართულებაა და კულტურის სამინისტროები საზღვარგარეთ ამ მიმართულებებს კი არ აფინანსებენ, არამედ ხდება იმ სფეროებს მხარდაჭერა, რომელთაც ხელის შეწყობა სჭირდებათ. ასეთ სფეროებად კულუტის მინისტრი მაგალითისთვის კლასიკურ, საოპერო მუსიკასა და ხალხურ სიმღერას ასახელებს.

 

გურამ ოდიშარიას შეხვედრა ჟურნალისტებთან “საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის” ფარგლებში კულტურის სამინისტროში დღეს, 24 აპრილს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი