ხელოვნება

17–18 აპრილს ქართული დელეგაცია ტაო–კლარჯეთში გაემგზავრება

15 აპრილი, 2013 • • 1400
17–18 აპრილს ქართული დელეგაცია ტაო–კლარჯეთში გაემგზავრება
ამის შესახებ შეთანხმება 12 აპრილს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საააგენტოს დირექტორის მერაბ ბოჭოიძისა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილის, ოზგურ ოზასლანის შეხვედრაზე მოხდა.
 
 
 
17-18 აპრილს კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის ეროვნული საააგენტოს ოფიცილურ დელეგაციას თურქეთში, ტაო-კლარჯული ძეგლების მკვლევარი ირინა გივიაშვილი შეუერთდება.
 
 
 
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი ირინა გივიაშვილი ერთადერთი ქართველი ექსპერტია, რომლის დახმარებით ტაო-კლარჯული ძეგლების მდგომარეობა ჯერ კიდევ გასულ წლებში მოექცა ძეგლთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში.
 
იშხანი
იშხანი

მასალების გადაბეჭდვის წესი