ამის შესახებ ინფორმაციას “რუსკი კლუბის” პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო რუსულენოვანი დრამატული თეატრის დირექტორი, ნიკოლაი სვეტნისცკი ავრცელებს.
რუსულენოვანი თეატრების მე-15 საერთაშორისო ფესტივალი “შეხვედრები რუსეთში” 9-14 აპრილს იმართება. ფესტივალის ორგანიზატორები რუსეთის კულტურის სამინისტრო, სანქტ-პეტერბურგის კულტურის კომიტეტი, რუსეთის თეატრის მოღვაწეთა კავშირი არიან. ფესტივალის მუდმივი მხარდამჭერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
“ფესტივალის მიზანია საზღვარგარეთ მცხვორებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირების განვითარება. ფესტივალი ემსახურება რუსული სცენური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას,”- ამბობს სვეტნიცკი.
მისივე თქმით, სპექტაკლი “ხოლსტომერი” პრესტიჟული ჯილდოსთვის იბრძოლებს.
აღნიშნული სპექტაკლი ლევ ტოლსტოის ნაწარმოების მიხედვითაა დადგმული. მისი პრემიერა თბილისში 2012 წლის 14 აპრილს გაიმართა.