პაშა 183, რომლის ნამდვილი სახელიც, დაუზუსტებელი ინფორმაციით, პაშა ანდროპოვია, უმეტესად მოსკოვის ქუჩებში შესრულებული ინსტალაციებითა და გრაფიტის ნამუშევრებითაა ცნობილი.
მსოფლიო პაშა 183–ს “რუსი ბენქსის” სახელით იცნობდა, რომელიც არტისტს ბრიტანულმა მედიამ უწოდა. 2012 მიწურულს მასზე მასალა აქვს გამოქვეყნებული Guardian–საც, სადაც პაშა ბენქსისთან (Banksy) არის შედარებული და ნათქვამია, რომ ის “კომუნიკაციურ დიზაინს” სწავლობდა.
მხატვრის ნამუშევრების დათვალიერება შესაძლებელი მის ვებ–გვერდზეა 183art.ru.
