ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ გუშინ, 29 მარტს გავრცელდა. რიჩარდ გრიფიტსი გულის ოპერაციის შედეგად გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა. 

 

რიჩარდ გრიფიტსი 2006 წელს ნომინიებული იყო ბრიტანეთის დაჯილდოვებაზე “BAFTA”,  როგორც საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ფილმ ” The History Boys“– ში შესრულებული მთავარი როლისთვის, თუმცა ჯილდო არ მიუღია. 

 

მსახიობის ყველაზე ცნობილ და პოპულარულ როლად “ჰარი პოტერის” შესახებ  გადაღებული ფილმებში განსახიერებული ვერნონ დერსლის როლი რჩება. ვერნონ დერსლი ჰარი პოტერის ბიძაა, რომელსაც სძულს ჯადოქრული სამყარო და ვისთან ერთადაც ჰარი საზაფხულო არდადეგებს ატარებს. 

 

“ჰარი პოტერის” შესახებ გადაღებული 8 ფილმიდან მსახიობი 5 მათგანში თამაშობს. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *