კინოხელოვნება

კინოცენტრის დირექტორობის მსურველთა სია

18 მარტი, 2013 •
კინოცენტრის დირექტორობის მსურველთა სია

ესენი არიან:

  1. თეა გაბიძაშვილი (კინომცოდნე)
  2. დინარა მაღლაკელიძე (კინომცოდნე)
  3. პაატა ციკოლია (რეჟისორი)
  4. ნანა ჯანელიძე (რეჟისორი)
  5. გაგა ჩხეიძე (თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პრეზიდენტი)
  6. ნიკოლოზ მახარაძე
  7. გელა ენდრიუ სული (Georgian Development and Political Club)
  8. ნიკოლოზ მახარაშვილი (საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი)
  9. გენო ცაავა (რეჟისორი)
  10. გენრი კავლელიშვილი (კინოოპერატორი, კინორეჟისორი)
  11. მედეა ფიფია
  12. დავით ჟღენტი (ოპერატორი)
  13. ნინო ედიბერიძე
     

კულტურის სამინისტრომ კონკურსი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის შესარჩევად 25 თებერვალს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც თამარ ტატიშვილს, ეროვნული კინოცენტრის ყოფილ დირექტორს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა მიერ საბუთების წარმოდგენის ვადა 15 მარტს ამოიწურა.

 

დასახელებულ კანდიდატებთან გასაუბრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 20 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება, რომლის საფუძველზეც კინოცენტრის ახალ მმართველს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია დანიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი