ხელოვნება

ვის ირჩევს ოსკარზე CNN-ის ვებ–გვერდის მკითხველი

17 თებერვალი, 2013 •
ვის ირჩევს ოსკარზე  CNN-ის ვებ–გვერდის მკითხველი

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში სულ 9 ფილმია წარდგენილი. CNN-ის გამოკითხვის მიხედვით, ჯილდო ბენ აფლეკის სარეჟისორო დებიუტს, ფილმ “არგოს” უნდა გადაეცეს, მისი მხარდაჭერა ამ ეტაპზე  32%–ია, “არგოს” შემდეგ ყველაზე მეტი გულშემატკივარი სტივენ სპილბერგის ფილმს “ლინკოლნს” აქვს, 24% ფიქრობს, რომ გამარჯვებული ლინკოლნი უნდა გახდეს. მხოლოდ 8% ფიქრობს, რომ წლის ფილმი კვენტინ ტარანტინოს “გათავისუფლებული ჯანგო” უნდა იყოს.  10 % კი წლის ფილმის კატეგორიაში მიუზიკლს “საბრალონი” გულშემატკივრობს.

მხოლოდ 2%-ს სურს წლის ფილმი მიხაელ ჰანეკეს “სიყვარული” გახდეს. ფილმს “Beasts of southern wild” 3%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო ფილმის “ვერცხლისფერი პიესები” გამარჯვება 11%–ისთვისაა სასურველი. კეტრინ ბიგელოუს ფილმს “მიზანი ნომერი პირველი” 6% გულშემატკივრობს. ენგ ლის ფილმს “პის ცხოვრებას” კი- 5%. 

 

არგო
არგო

რაც შეეხება მამაკაცის მთავარი როლისთვის წარდგენილ ნომინანტებს, უპირობო ფავორიტი მსახიობი დენიელ–დეი ლუისია, რომელიც 60 %–იანი მხარდაჭერით სარგებლობს.  ლუისმა აბრაჰამ ლინკოლნის როლი შეასრულა სტივენ სპილბერგის ფილმში “ლინკოლნი”. ბრიტანელ და ირლანდიელ მსახიობს  მოსდევს მსახიობი ბრედლი კუპერი (15%) “ვერცხლისფერ პიესებში” შესრულებული როლისთვის.  ჰიუ ჯეკმანს 14% უჭერს მხარს “საბრალონიში” შესრულებული ჟან ვალ ჟანის როლისთვის. დენზელ ვაშინგტონის გამარჯვება კი 7%–თვისაა სასურველი. ხუთეულს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს 4%–იანი მხარდაჭერით. 

ქალის მთავარი როლის შესრულებითვის ჯილდო ყველაზე მეტად ჯენიფერ ლოურენსისთვის ემეტებათ.  მისი მხარდაჭერა 46%–ია. ლოურენსმა მთავარი როლი ფილმში “ვერცხლისფერი პიესები” შეასრულა. მას 29%–ით მოსდევს ჯესიკა ჩასტინი, “მიზანი ნომერი პირველში” შესრულებული როლისთვის. 9–9%–ს ინაწილებენ ნაომი ვოტსი ფილმისთვის “შეუძლებელი”  და Quvenzhane Wallis (Beasts of southern wild), ხოლო ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა, 6%, ემანუელ რივას აქვს “სიყვარულში” შესრულებული როლისთვის. 

 

ჯენიფერ ლოურენსი
ჯენიფერ ლოურენსი

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელთა პროცენტული მაჩვენებლები კი შემდეგნაირად ნაწილდება:

ტომი ლი ჯონსი (ლინკოლნი)– 32%; კრისტოფ ვალცი (გათავისუფლბული ჯანგო)– 25%; რობერტ დე ნირო (ვერცხლისფერი პიესები)–18%; ალან არკინი (არგო)–17 %; ფილიპ სეიმურ ჰოფმანი (მბრძანებელი)– 7% .   

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი პროცენტებს შემდეგნაირად ანაწილებენ:

ენ ჰეთევეი (საბრალონი)– 54%; სალი ფილდი (ლინკოლნი)– 26%; ემი ადამსი (მბრძანებელი)–8%; ჰელენ ჰანტი (The Session)- 6%; ჯეკი ვეივერი (ვერცხლისფერი პიესები)– 6%.

ენ ჰეტევეი
ენ ჰეტევეი

 

რაც შეეხება ჯილდოს რეჟისურაში, აღნიშნული პრიზი CNN-ის მომხმარებლებს სტივენ სპილბერგისთვის ემეტებათ, მისი მხარდაჭერა 55%–ია. მას მოსდევს დევიდ ო. რასელი 20 %–იანი მხარდაჭერით “ვერცხლისფერი პიესები”, 17%–ით ენგ ლი “პის ცხოვრება”, ბან ზეითლინი ფილმისთვის “Beasts of southern wild” 5% და მიხაელ ჰანეკე ფილმისთვის “სიყვარული” 3%. 

 

სტივენ სპილბერგი
სტივენ სპილბერგი

საუკეთესო სცენარისთვის, რომელიც სპეციალურად ფილმისთვისაა შექმნილი, ლიდერია კვენტინ ტარანტინო, 36%–იანი მხარდაჭერით ფილმისთვის “გათავისუფლებული ჯანგო” , მას მოსდევს სცენარი ფილმისტვის “მიზანი ნომერი პირველი” (34%), სცენარი ფილმისთვის “Moonrise Kingdom” (13%), სცენარი ფილმისთვის “Flight” (9%) და სცენარი ფილმისთვის “Amour” 8%. 

 

ხმის მიცემა მხოლოდ 24 საათში ერთხელ შეიძლება. თუ რას ფიქრობენ სხვა კატეგორიებთან მიმართებაში, სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ

მასალების გადაბეჭდვის წესი