ხელოვნება

„წუთი, როდესაც გიბრუნდება ბედნიერების განცდა“

28 იანვარი, 2013 •
„წუთი, როდესაც გიბრუნდება ბედნიერების განცდა“

გამოფენა მიმდინარეობდა სტუდია „მეჯიკ–არტის“ პროექტის „ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია არტთერაპიის საშუალებით, პროფესიის შესწავლა, რომელიც მათ დაეხმარება ეკონომიკურ გაძლიერებაში“ ფარგლებში. სტუდიის პარტნიორი  იყო ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი, პროექტის დონორი – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. 

 

არტთერაპიას და, რაც მთავარია, პროფესიის დაუფლებას, რომელიც შემოსავალს მოუტანს, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პროექტის მონაწილეებისთვის“, – ამბობს პროექტის ავტორი და დიზაინერი მაია არჩვაძე. არტთერაპიის კურსს უძღვებოდა ეკა მჭედლიშვილი.

 

სიტყვებით ვერ აღვწერ, რასაც მუშაობისას განვიცდი. დამიბრუნდა დიდი ხნის დავიწყებული ბედნიერების სიხარულის განცდა. საოცარია, როცა აკეთებ ნამუშევარს, ბოლოს კი აღწევ მიზანს და ხელთ გაქვს ულამაზესი სამკაული, რომელიც ჩაიფიქრე და შენი ხელით გააკეთე“, – ამბობს მანანა, 52 წლის, პროექტის ერთ-ერთი მონაწილე.   

 

თიხაზე მუშაობაეს არის რელაქსაციის საოცარი საშუალება, აქ რომ მოვდივარ, ძალიან ვმშვიდდები და მუშაობისას ყველაფერი მავიწყდება“, – აცხადებს ხათუნა, 42 წლის.     

 

ეს პროცესი სულიერი საზრდო აღმოჩნდა ჩვენთვის, აგვიმაღლდა თვითშეფასება და საკუთარი თავისადმი მეტი რწმენა გაგვიჩნდა“, – ამბობს თეონა, 45 წლის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი