პოპულარული მსახიობი, 63 წლის ჟერარ დეპარდიე თავშესაფარს საზღვრებს გარეთ ეძებს მას შემდეგ, რაც სოციალისტმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში გადასახადები გაზარდა.
დეპარდიეს გადაწყვეტილებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, პრემიერ-მინისტრმა მის ქცევას “პათეტიკური” და არაპატრიოტული უწოდა, მაშინ, როცა საფრანგეთის მოსახლეობა იხდის მაღალ გადასახადებს, რათა შეამცირონ საგარეო ვალი. პარლამენტის ერთ-ერთმა გაბრაზებულმა წევრმა კი წამოყენა იდეა, რომ საფრანგეთმა შეიმუშაოს კანონი, რომელიც დეპარდიეს ან ნებისმეირ პირს, რომელიც შეეცდება გაექცეს საგადასახადო ვალდებულებებს, აიძულებს, საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვას.
დეპარდიეს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა კლუტურის მინისტრიც. მისი თქმით, დეპარდიეს წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ საზოგადოების ფულით კინოინდუსტრიის განვითარებისთვის.
მსახიობმა ახლხან შეიძინა სახლი ბელგიის სოფელში, რომელიც არც თუ ისე შორსაა საფრანგეთის საზღვრიდან, პარიზული ბინას კი ყიდის. მან ასევე მიმართა გარკვეულ პროცედურებს, რომ მიიღოს ბელგიაში ცხოვრების უფლება. მისი განცხადებით, უკვე ჩააბარა პასპორტი და სოციალური დაზღვევის ბარათი.
ბელგიის მაცხოვრებლები არ იხდიან სიმდიდრის გადასახადს, რომელსაც საფრანგეთში იმ შემთხვევაში გახდევინებენ, თუ პირის აქტივები 1,3 მილიონ ევროზე მეტია.
მსახიობის განცხადებით, მან, ჯამში, 145 მილიონი ევრო გადაიხადა გადასახადის სახით, მას შემდეგ, რაც მუშაობა მბეჭდავად დაიწყო 14 წლის ასაკიდან:
“მე ქვეყანას ვტოვებ, რადგან თქვენ გჯერათ, რომ წარმატება, შემოქმედება, ტალანტი და ყველაფერი განსხვავებული უნდა იყოს, სანქცირებული. ადამიანები, რომლებიც გაცილებით სახელოვანნი არიან, ვიდრე მე, გაექცნენ გადასახადებს, თუმცა არავისთვის მიუყენებიათ ისეთი შეურაცხყოფა, როგორც ჩემთვის. სამწუხაროდ, მე აღარ მაქვს მიზეზი, დავრჩე საფრანგეთში, მე მიყვარს და მეყვარება საფრანგეთი და ის საზოგადოება, რომელისთვისაც ამდენი ემოცია მაქვს გაზიარებული”– განაცხადა დეპარდიემ.