ამ სტატისტიკით სამხრეთ კორეელმა რეპერმა კანადელი პოპ ვარსკვლავის, ჯასტინ ბიბერის რეკორდი მოხსნა, რომლის სიმღერაზე Baby გადაღებულ ვიდეოს 803 მილიონი ნახვა აქვს.
ცეკვა, რომელსაც პსი ასრულებს ვიდეოში, იმდენად პოპულარული გახდა, რომ მილიონობით ადამიანმა გაიმეორა სხვადასხვა დროს და სხავადასხვა ქვეყანაში: პან გი მუნიდან დაწყებული, ფილიპინელი ციხის პატიმრებით დასრულებული.
Gangnam style 28 ქვეყნის მუსიკალური ჩარტების ლიდერი ვიდეო გახდა. MTV-ის დაჯილდოვების ცერემონიალზე კორეელი რეპერის კლიპმა ნომინაციაში საუკეთესო ვიდეო გაიმარჯვა.
გინესის რეკორდების წიგნში კლიპი შევიდა როგორც იუტუბზე ყველაზე მეტი “ლაიკის” მქონე. ამ დროისთვის Gangnam style- ს 5,410,261 მოწონება აქვს.