ხელოვნება

Z FOR ZULU -ს კონცერტი (ვიდეო)

25 ნოემბერი, 2012 •
Z FOR ZULU -ს კონცერტი (ვიდეო)

ყიჟინით, ოვაციებით, სტვენით და ყვირილით შეხვდა Z FOR ZULU -ს გამოსვლას 2000-მდე ადამიანი, რომელმაც თავი მოიყარა კოჩაროვის ჯგუფის კონცერტზე დასაწრებად.
ლაივ კონცერტი რადიო ცხელი შოკოლადის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. იქვე, დარბაზში, ლუდის დალევაც შეიძლებოდა და სიგარეტის მოწევაც. მერე რა, რომ თეატრში ვართ, შეგიძლიათ გაერთოთ – ამბობდა კოჩაროვი სცენიდან.
კონცერტზე ნიკა კოჩაროვმა თქვა, რომ Z FOR ZULU კიდევ ბევრ კონცერტს გამართავს, მათ შორის ერთს – სპორტის სასახლეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი