ხელოვნება

ოთარ ჩხარტიშვილის პერსონალური გამოფენა დღეს იხსნება

24 ნოემბერი, 2012 •
ოთარ ჩხარტიშვილის პერსონალური გამოფენა დღეს იხსნება

გამოფენა ლიტერატურის მუზეუმის და კომპანია “მაგთის” მიერ არის ორგანიზებული. დღეს, 4 საათიდან, ლიტერატურის მუზეუმში შეგიძლიათ ჩხარტიშვილის ნამუშევრების ნახვა.

გამოფენილი იქნება ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟები, სკულპტურები, შერეული ტექნიკა. დასწრება თავისუფალია.

ოთარ ჩხარტიშვილი დაიბადა 1938 წელს და გარდაიცვალა 2006 წელს თავისივე სამხატვრო სახელოსნოში.

“1968 წლიდან ჩემი შემოქმედება აღსავსე იყო წინააღმდეგობებით, რადგან ვერ ვეგუებოდი კომუნისტების მიერ გამოგონილ ცრუ რეალიზმის აკადემიურ ფილოსოფიას. ამიტომაც ამ წლიდან 1990 წლამდე ანტისაბჭოთა იარლიყი მქონდა მიკერებული”,-ამბობდა მხატვარი.

მისი ნამუშევრები დაცულია ლონდონის “მელს გალერიში”, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ნიუ ჯერსის “ზიმერლის” მუზეუმში. ასევე ინახება მრავალ კერძო კოლექციონერთა საცავებში.

გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში 7 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი