დღევანდელ საღამოზე მწერალი წაიკითხავს ლექსებს, რომლებიც სანდრო ლორთქიფანიძემ სადებიუტო პოეტური კრებულის “ლურჯის” შემდგომ დაწერა. მაგრამ ლექსების გარდა, როგორც “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, პროექტ “12 ოქტომბერსაც” მოთელავენ.
რა არის “12 ოქტომბერი”?
ზოგადად პროექტს ასეთი ახსნა აქვს: ერთი ადამიანის სიცოცხლე იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც მილიონის.
უფრო კონკრეტულად კი, ეს არის ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი: პოსტ როკი თრიფ ჰოპის ელემენტებით და პოეზია.
პროექტიდან “12 ოქტომბერი” საღამოზე ორი სიმღერა შესრულდება, თუმცა დღეს მსმენელი მხოლოდ სიმღერების აკუსტიკურ ვერსიას მოისმენს.
როგორც სანდრო ლორთქიფანიძე ამბობს, მერაბ ნუცუბიძესთან ერთად პროექტის პირველ ალბომზე მუშაობს, რომელშიც რამდენიმე სიმღერა შევა.